Thumbnail
  • 📅 7 თებერვალი | ⌚ 00:00 | 🏀 ბასკონია V ვილერბანი | 📺 სილკ სპორტ 2
  • ევროლიგამ ქართველი კალათბურთელის შედეგიანი ქმედება გამოარჩია

ევროლიგამ გასული ტურის საუკეთესო მომენტების ათეული გამოაქვეყნა, რომელშიც ესპანური ბასკონიას ქართველი კაპიტანი თორნიკე შენგელიაც მოხვდა.

შეგახსენებთ, რომ 23-ე ტურში ბასკონიელებმა მადრიდში რეალთან დრამატული შეხვედრა 69:70 წააგეს, შენგელიამ კი 32:09 წუთში 12 ქულა, 5 მოხსნა, 4 პასი და 2 ჩაჭრა მიითვალა.

TOP 10-ში შენგელიას მონაწილეობით ის მომენტი შევიდა (მე-9 ადგილზე), როდესაც ქართველმა ლეგიონერმა ფაკუნდო კამპაცოს პასი ჩაჭრა, მთელი მოედანი გადაკვეთა, ფარქვეშ კი, ისე, რომ მისკენ არც გაუხედავს, ბურთი მაიკლ ერიკს დაუტოვა და ამ უკანასკნელმა ლამაზი სლემ-დანქი შეასრულა.

შეგახსენებთ, რომ ევროლიგის 24-ე ტური სტარტს უკვე დღეს აიღებს და ბასკონია გვიან ღამით ფრანგულ ვილერბანს უმასპინძლებს.

ცნობისთვის, თორნიკე ბასკონიელთა ერთადერთი კალათბურთელია, რომელსაც მიმდინარე სეზონში ყველა მატჩი სასტარტო ხუთეულში აქვს დაწყებული.

თორნიკე შენგელია რეალთან მატჩში ერთ-ერთი საუკეთესო იყო

ქართველ ლეგიონერს ბოლო 7-დან ექვს მატჩში მინიმუმ 10 ქულა აქვს ჩაგდებული და მისი სარგებლიანობის კოეფიციენტიც ორნიშნა რიცხვით გამოიხატებოდა.

ამასთან, 7 თამაშია, ჩვენებურს მინიმუმ 1 ჩაჭრა აქვს განხორციელებული.

შენგელია მე-7 ადგილზეა როგორც ეფექტურობის საშუალო მაჩვენებლით (18.39), ასევე – საშუალოდ ჩაგდებული ქულების (15.8) მიხედვითაც.

თორნიკეს შეტევაში კვლავაც ერთადერთი მოხსნა სჭირდება, რათა ევროლიგურ კარიერაში, აღნიშნულ სტატისტიკურ მაჩვენებელში 200-ან ნიშნულს უწიოს.

კომენტარები

ბოლო ამბები