Thumbnail
  • ბევრ გეიმერს საუკეთესო გუნდებით თამაში აღარ უნდა
  • squawka.com-მა საუკეთესო საშუალო დონის გუნდები შემოგვთავაზა

FIFA 20-ის გამოსვლის შემდეგ ყველა მოთამაშეს არ სურს ძლიერი გუნდით ასპარეზობა. ბევრისთვის ლიონელ მესით, კრიშტიანო რონალდოთი და კილიან მბაპეთი თამაში საკმაოდ ადვილია და ისინი სხვა თავგადასავლებსა და სირთულეებს ეძებენ. სწორედ ამიტომ, 4.5 და 5-ვარსკვლავიანი გუნდებით აღარ თამაშობენ.

გუნდის არჩევისას რთულია, იპოვნო შენი სათამაშო სტილისთვის შესაბამისი კლუბი. ამის გასაადვილებლად squawka.com გვთავაზობს 8 საუკეთესო 3.5 და 4-ვარსკვლავიან გუნდს, რომლითაც FIFA 20-ში შეგიძლიათ ითამაშოთ.

უელსის ნაკრები

მართალია, უელსის ნაკრები 3.5-ვარსკვლავიანია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამ გუნდის გამოყენება არ შეგიძლია. გუნდის საუკეთესო მოთამაშე, რა თქმა უნდა, გარეთ ბეილია. მიუხედავად იმისა, რომ მისი საერთო რეიტინგი 85-მდე შემცირდა, იგი უელსის ნაკრების ლიდერია. მისი სისწრაფისა და დარტყმის სიძლიერით მეტოქის კართან სახიფათო მომენტების შექმნა ადვილია.

ბეილთან ერთად ცენტრში შეგიძლიათ, გამოიყენოთ ჰარი უილსონი, სემ ვოუკსი, ან კიფერ მური. ასევე გუნდის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელია აარონ რემზი. მას შეუძლია, ცენტრიდან დრიბლინგის საშუალებით ბურთის წამოღება და მომენტების შექმნა.

სელტიკი

შესაძლოა, უელსის მსგავსად, კელტურ გუნდზეც ბევრი გრძნობდეს, რომ FIFA 20-ში ამ გუნდით თამაში კარგი არ არის, თუმცა სელტიკის სასარგებლოდ გამოყენება შეგიძლიათ. მიუხედავად იმისა, რომ შოტლანდიის ჩემპიონი 3.5-ვარსკვლავიანია, მათ საკმაოდ ძლიერი თავდამსხმელი ყავთ ოდსონ ედუარდის სახით. ფრანგი ბოლო სეზონებში სელტიკის ლიდერია. ედუარდს საკმაოდ კარგი დარტყმა აქვს და კომპაქტური დაცვის დროს, შორი მანძილიდან შეუძლია გოლის გატანა.

ფლანგებზე კარგად გადაადგილდებიან მოჰამედ ელიუნუსი და ჯეიმს ფორესტი, რომლებიც კარგად კომბინირებენ ოდსონ ედუარდთან. ორივე მოთამაშეს კარგი ჩაწოდება აქვს და მეტოქე გუნდის ფეხბურთელების მოტყუებაც შეუძლიათ.

სელტიკი კარგია დაცვაშიც, სადაც გამორჩეული ფეხბურთელი მარცხენა მცველი ბოლი ბოლინგოლია. მოკლედ 3.5-ვარსკვლავიანი გუნდის კვალობაზე სელტიკი მართლაც კარგი გუნდია.

ზალცბურგი

მიუხედავად იმისა, რომ ზალცბურგმა ტაკუმი მინამინო და ერლინგ ჰაალანდი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას დაკარგა, გუნდი მაინც კარგი სათამაშოა. მათი წასვლის შემდეგ 77 რეიტინგის მქონე ჰვან-ჰე ჩანი კლუბის საუკეთესო მოთამაშეა. სამხრეთკორეელი გამორჩეულია დრიბლინგით. ზოგადად მთლიანი გუნდი დაკომპლექტებულია საშუალო რეიტინგის მქონე მოთამაშეებით, რომლებიც ტექნიკითა და სისწრაფით გამოირჩევიან. რამდენიმე მოთამაშეს ძლიერი ფიზიკური მომზადება და გამძლეობა აქვს. მთლიანობაში გუნდი 3.5-ვარსკვლავიანია.

ალ ჰილალი

საუდის არაბეთის ალ ჰილალს თუ უფრო საინტერესო ლიგაში გადავიყვანთ, საკმაოდ საინტერესო პერსპექტივას მივიღებთ. ალ ჰილალი 3.5-ვარსკვლავიანი გუნდია. კლუბის მთავარი მოთამაშე იუვენტუსის ყოფილი ფეხბურთელი სებასტიან ჯოვინკო გახლავთ. 33 წლის შემტევს 81 რეიტინგი აქვს. იტალიელი დრიბლინგით და ტექნიკურობით გამოირჩევა.

ჯოვინკოს გარდა გუნდში არის ბაფეტიმბი გომესი, რომელიც ძლიერი დარტყმით გამოირჩევა. იმ შემთხვევაში, თუ ალ ჰილალით თამაშს გადაწყვეტთ, აუცილებლად უნდა გამოიყენოთ 4-2-3-1 ტაქტიკა.

რეალ სოსიედადი

4-ვარსკვლავიანი ესპანური გუნდი, რომლითაც თამაში საკმაოდ საინტერესოა. სოსიედადის ერთ-ერთი მთავარი მოთამაშე მარტინ ედეგორია, რომელიც FIFA 20-ში მოედნის ცენრტში თამაშობს. რეალურად ნორვეგიელი გარემარბია, თუმცა ეს თქვენს სასარგებლოდ შეგიძლიათ გამოიყენოთ. 20 წლის ფეხბურთელი ცენტრფორვარდის უკან კარგად მოქმედებს და გოლის გატანაც შეუძლია. 

გუნდის ცენტრფორვარდი ეილიან ჟოზეა, რომელიც ფიზიკურად ძლიერია და კარგი დარტყმაც აქვს. ზოგადად, რეალ სოსიედადის შეტევითი პოტენციალი კარგია.

გალათასარაი

თურქული გუნდი, რომელსაც ოთხი ვარსკვლავი აქვს. გალათასარაიმ 2019 წელს საინტერესო ტრანსფერები განახორციელა, რამაც ისედაც კარგი გუნდი კიდევ უფრო გააძლიერა. გალათასარაის გამორჩეული მოთამაშე რადამელ ფალკაოა. კოლუმბიელი კარგად თამაშობს მეორე სართულზე და თავზე ჩაწოდებული ბურთები ეფექტურია. გუნდის ძლიერი მხარე მოედნის ცენტრია, რომელიც კარგი რეიტინგის მქონდე მოთამაშეებით არის დაკომპლექტებული.

ვულვზი

ვულვზი FIFA 20-ში საინტერესო გუნდია. თუ თქვენ სწორ სათამაშო სისტემას იპოვით და ინგლისურ კლუბს თქვენს სტილზე აათამაშებთ, მაშინ საინტერესო გუნდს მიიღებთ. ვულვზი თავიდან 5-3-2 სისტემით თამაშობდა, თუმცა ახლა ისინი 5-2-3-ს იყენებენ, რაც საშუალებას გაძლევთ, ადამა ტრაორე უკეთ გამოიყენოთ. ესპანელი ფეხბურთელი FIFA 20-ის ყველაზე სწრაფი მოთამაშეა. გარდა სისწრაფისა, იგი ფიზიკური მონაცემებითაც გამოირჩევა. თუ ტრაორეთი სწორად ითამაშებთ, მეტოქე გუნდის ფეხბურთელებს თქვენი გაჩერება გაუჭირდებათ. ტრაორეს გარდა, გამორჩეული მოთამაშეები არიან ხიმენესი და მოუტინიო. 

ბეშიქთაში

დავბრუნდეთ ისევ თურქეთში. ბეშიქთაში საინტერესო 4-ვარსკვლავიანი გუნდია. მათ არ ყავთ გამორჩეული მოთამაშე, თუმცა თურქული კლუბი გუნდურად მოქმედებს. მათ ცენტრში ჰყავთ მოჰამედ ელნენი. შეტევაში კი ბურაქ ილმაზია, რომელსაც დარტყმის რეიტინგი 85 აქვს, ხოლო დასრულება - 82.

📋 წყაროsquawka.com

კომენტარები

ბოლო ამბები