Thumbnail
  • ხოსეპ გვარდიოლამ ლიონელ მესის ბარსელონადან შესაძლო წასვლაზე ისაუბრა
  • პეპის აზრით, ბარსას ლეოს გარეშე ისე გაუჭირდება, როგორც რეალს გაუჭირდა რონალდოს წასვლის შემდეგ

ევროპულ სპორტულ მედიაში ლიონელ მესის შესახებ დღეს გავრცელებულმა ცნობებმა აქტუალური გახადა ხოსეპ გვარდიოლას ინტერვიუ იუთუბერ DjMaRiiO-სთან, რომელიც ამ უკანასკნელის არხზე გუშინ, 5 თებერვალს გამოქვეყნდა.

📋 მეტი ამ თემაზე:

ინტერვიუში მანჩესტერ სიტის მთავარი მწვრთნელი ლიონელ მესის ბარსელონადან შესაძლო წასვლაზე საუბრობს და აცხადებს, რომ თუ არგენტინელი სუპერვარსკვლავი კატალონიური გრანდიდან წავა, ამას ბარსასთვის ისეთივე შედეგი ექნება, როგორიც კრიშტიანო რონალდოს რეალიდან წასვლას ჰქონდა მადრიდული გრანდისთვის.

'როცა მესი ბარსელონადან წავა, კატალონიურ გრანდს დასჭირდება დრო ადაპტაციისთვის'

“ყველამ იცის, რა პრობლემები შეექმნა რეალს მას მერე, რაც გუნდი რონალდომ დატოვა. ეს აბსოლუტურად ლოგიკური იყო, რადგან ასეთი ფეხბურთელები ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობენ. როცა მესი ბარსელონადან წავა, კატალონიურ გრანდსაც დასჭირდება დრო ადაპტაციისთვის. ამ ბიჭებს სეზონში 40-50 გოლი გააქვთ და მათი წასვლით გამოწვეულ პრობლემებს ვერავინ გაექცევა,” - განაცხადა გვარდიოლამ DjMaRiiO-სთან ინტერვიუში.

შეგახსენებთ, რომ კრიშტიანო რონალდომ რეალი 2018 წლის ზაფხულში დატოვა. პორტუგალიელის გარეშე მადრიდელებმა პირველ სეზონში მხოლოდ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მოიგეს, ჩემპიონთა ლიგიდან კი, რომელიც ზედიზედ სამჯერ ჰქონდათ მოგებული, 1/8 ფინალიდან გავარდნენ.

კომენტარები

ბოლო ამბები