Thumbnail

იდაყვი ცხვირში – პორზინგისმა მოედანი დასისხლიანებულმა დატოვა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • დალასის ლატვიელ ფორვარდს სამედიცინო შემოწმება ელის
  • კრისტაპს პორზინგისს 29 წუთში 32 ქულა ჰქონდა

დალას მავერიკსის ვარსკვლავმა კრისტაპს პორზინგისმა მემფის გრიზლისთან წაგებულ მატჩში (107:121) ტრავმა მიიღო და სამედიცინო გამოკვლევა სჭირდება, რათა მისი სერიოზულობა დადგინდეს.

ტექსასელთა ლატვიელი ლეგიონერი ჯოშ ჯეკსონის შეტევის მოგერიებას ცდილობდა, როდესაც მეტოქის იდაყვი ცხვირში მოხვდა და მოედანი დასისხლიანებულმა დატოვა.

წინასწარი ინფორმაციით, პორზინგისს მოტეხილობა აქვს და რამდენიმე დღით დასვენება მოუწევს.

მემფისთან შეხვედრაში კრისტაპსმა მოედანზე 29 წუთი გაატარა და 32 ქულა და 12 მოხსნა მოაგროვა, სეზონში მისი საშუალო მაჩვენებლები კი 18.2 ქულა, 9.1 მოხსნა და 1.4 პასია.

კომენტარები

ბოლო ამბები