Thumbnail

ხელბურთი | საქართველოს ჩემპიონატს ბათუმი ლიდერობს, ქუთაისი მეორეა

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • ბათუმი 47:22 სამტრედია
  • ქუთაისი 38:29 წყალტუბო

საქართველოს ხელბურთის ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში ბათუმის შავი ზღვის ბიჭებმა 47:22 დაამარცხა სამტრედია და 18 ქულით ლიდერობს. ლიდერს 2 ქულით ჩამორჩება ქუთაისი, რომელმაც 38:29 მოუგო წყალტუბოს პრომეთეს.

მესამე-მეოთხე ადგილებზე, 14-14 ქულით არიან სტუ-იმედი და პეგასი. ამით, ფინალურ ოთხეულში გასვლის პრეტენდენტთა წრე გამოიკვეთა, რადგან მეხუთე ადგილზე მყოფ სამტრედიას 8 ქულა აქვს. თუმცა, ძირითადი ეტაპის დასრულებამდე ჯერ 11 ტურია დარჩენილი.

მეორე წრე გაგრძელდება თბილისში, 17-18 თებერვალს და დასრულდება 11 მარტს. სულ რეგულარულ პირველობაზე გუნდები 21 ტურს ითამაშებენ, ამის შემდეგ კი 4 საუკეთესო გუნდი ბრძოლას ფინალურ ოთხეულში განაგრძობს. 

ბათუმი 47:22 სამტრედია 

ბათუმი: ვარშალომიძე -  მიქავა 8, ტიელიძე 8, აბრამიშვილი 8, გიორგაძე 7, ლაპიაშვილი 5, გოგოლაძე 3, სიმონია 2, ცხადაია 2, მჟავანაძე 2, თურმანიძე 1, კახიძე 1.

სამტრედია: ფახურიძე, დუნდუა - ხელისუფალი 6, ძნელაძე 5, აფრიდონიძე 4, ადამია 2, ნადირაძე 2, ჟვანია 1, ხომერიკი 1, ქავზინაძე 1, ხონელიძე, თევზაძე, კიკაბიძე.

წყალტუბო 29:38 ქუთაისი 

წყალტუბო: სილაგაძე, ნიჟარაძე - ჯიმშელეიშვილი 9, მ. გველესიანი 8, ქაშიბაძე 5, ფანცხავა 4, ნ. ბაბუნაშვილი 2, მუკბანიანი 1,  მეტონიძე, გოდოლაძე, კოვზირიძე, კაპანაძე.

ქუთაისი: გულეიშვილი, რუხაძე - სურმავა 13, ჯუღელი 6, ზარნაძე 4, კობახიძე 4, აბულაძე 4, ლომიძე 3, იმნაძე 2, ფერაძე 1, რუსტამოვი 1.

კომენტარები

ბოლო ამბები