Thumbnail
  • დემბელესა და სუარესის ტრავმების გამო, კატალონიელებს ფორვარდი სჭირდებათ
  • მიუხედავად იმისა, რომ ფანჯარა დახურულია, ტრანსფერი მაინც შესაძლებელია
  • ესპანური მედია 9 სავარაუდო კანდიდატს ასახელებს

ბარსელონას, რომელსაც ტრავმების გამო ლუის სუარესი და უსმან დემბელე სეზონის ბოლომდე ვერ დაეხმარებიან, შესაძლოა ახალი ფორვარდის დამატების უფლება მისცენ, მიუხედავად იმისა, რომ სატრანსფერო ფანჯარა დახურულია. 

კიკე სეტიენს გუნდის თავდასხმის ხაზში პრობლემები აქვს

ესპანური მედიის ინფორმაცით, ესპანეთის ჩემპიონატის რეგლამენტში არსებობს შესაბამისი პუნქტი, რომლითაც ბარსელონას შეეძლება ისარგებლოს, ოღონდ, კატალონიურ გუნდს მხოლოდ იმ მოთამაშის დამატება შეეძლება, რომელიც ესპანეთში გამოდის.

ბარსელონას თავდასხმის ხაზის გაძლიერების კანდიდატებად არაერთი ფეხბურთელი სახელდება, მათგან მთავარი კი ჟირონას ურუგვაელი თავდამსხმელი კრისტიან სტუანი მიიჩნევა. 33 წლის ფეხბურთელს კონტრაქტში პირგასამტეხლო თანხად 20 მილიონი ევრო უწერია. 

კატალონიურმა კლუბში შესაძლოა რეალ სოსიედადის 28 წლის თავდამსხმელი ვილიან ჟოზე ან ბეტისის 26 წლის ფორვარდი ლორენცო მორონი, იგივე ლორენი აღმოჩნდეს. ესპანელი სევილიურ კლუბში, ბარსელონას ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელის კიკე სეტიენის ხელმძღვანელობით გამოდიოდა, მისი ფასი კი 30 მილიონი ევროა.

კრისტიან სტუანი 20 გოლით ლა ლიგა 2-ის საუკეთესო ბომბარდირია

ნაკლებად მოსალოდნელია, მაგრამ ამ ზამთარს ბარსელონას ასევე უკავშირებენ: კარლოს ბაკას (ვილიარეალი), კევინ გამეიროს (ვალენსია) და ხეტაფეს თავდამსხმელებს: ანხელს, ხორხე მოლინას, მატასა და დევერსონს.

ბარსელონა ესპანეთის სატურნირო ცხრილში მეორე ადგილს იკავებს და ლიდერ მადრიდის რეალს 3 ქულით ჩამორჩება. კიკე სეტიენის გუნდის აქტივში 22 ტურის შემდეგ 46 ქულაა, მომდევნო ტურის მატჩს კი სტუმრად ბეტისთან, 9 თებერვალს გამართავს. 

კომენტარები

ბოლო ამბები