Thumbnail

ირლანდიის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ჯო შმიდტი ხვალ ესპანეთში ჩავა და მასპინძელთა სარაგბო ნაკრებს საქართველოსთან თამაშისთვის კონსულტაციას გაუწევს.

შეგახსენებთ, რომ წლეულს 29 მაისს, ესპანეთს Classic All Blacks სტუმრობს და ჯო როკოსოკოსა და სხვა ექს-ვარსკვლავების დამრიგებელი სწორედ შმიდტი იქნება.

ზელანდიელი სპეციალისტი, რომელიც “სამყურებს” 2013-19 წლებში ავარჯიშებდა, თავდაპირველად, ბარსელონაში ესპანეთის რაგბის კავშირის ხელმძღვანელობას შეხვდება, შემდეგ კი, შეკრებაზე მყოფ ესპანელ მორაგბეებს ესტუმრება და ბორჯღალოსნებთან შეხვედრისთვის მასტერ-კლასს ჩაუტარებს.

ცნობისთვის, ესპანეთისა და Classic All Blacks-ის მატჩი მადრიდის ატლეტიკოს სტადიონ ვანდა მეტროპოლიტანოზე გახლავთ დაგეგმილი და მასზე უკვე 40 ათასი ბილეთია გაყიდული, სულ კი, არენა 68 ათასს ადამიანს იტევს.

ესპანეთისა და საქართველოს ნაკრებთა შეხვედრა კი, რაგბი ევროპის ჩემპიონატის მე-2 ტურის ეგიდით 9 თებერვალს ჩატარდება. თამაში მადრიდში თბილისის დროით 15:45 საათზე დაიწყება.

კომენტარები

ბოლო ამბები