Thumbnail
  • ინტეგრირებული ტურნირი  საქართველოს პირველობაზე
  • პროექტი კომპანია ევროპაბეთის აქტიური მხარდაჭერით ტარდება
  • ყველაფერი პროექტის "პასუხისმგებლიანი თამაში" შესახებ - responsible.ge

5 თებერვალს, სავაჭრო-გასართობ ცენტრ "ისთ-პოინტის" ადაპტირებულ დარბაზში ბოულინგის ინტეგრირებული ტურნირი გაიმართა. პროექტის აქტიური მხარდამჭერია ევროპაბეთი.

ჩემპიონატში მონაწილეობდნენ სამშვიდობო მისიებსა და სხვადასხვა საომარ მოქმედებაში დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეები, ვეტერანები, პარასპორტსმენები და საზოგადოებისთვის ცნობილი პირები. წელს, ჩემპიონატში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაც ჩაერთო.

შეჯიბრის დაწყებამდე ჩატარებული კენჭისყრით 8 გუნდი ჩამოყალიბდა, რომლებსაც საზოგადოებისთვის ცნობილი პირები ლიდერობდნენ. გუნდურ ასპარეზობაში გამარჯვება დიზაინერ ირმა კიკნაველიძის გუნდმა იზეიმა. მისი გუნდის შემადგენლობაში იყვნენ, რევაზ გორგაძე, მალხაზ თოფურია, ვეფხია გელაშვილი და ბადრი ტოგონიძე. ინდივიდუალურ შეჯიბრში გამარჯვებულები ქალებსა და კაცებში გამოვლინდნენ. ქალებს შორის საუკეთესო სტელა ანდრიუკი აღმოჩნდა, კაცებში კი - გელა ხელაძე.

დავით თარგამაძე (ფეხბურთელი)
"პროექტში მონაწილეობას პირველად ვიღებ. მიხარია, რომ კარგი ხალხი გავიცანი და მეგობრები შევიძინე. აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა და პროექტში მონაწილეობას დიდი სიამოვნებით დავთანხმდი. იმედია, ჩვენი ურთიერთობა გაგრძელდება. დღეს კარგად გავერთეთ. მსგავსი პროექტები მაქსიმალურად ხშირად უნდა ტარდებოდეს, რომ ადამიანები ერთამეთთან დავახლოვდეთ. ეს ადამიანები ჩემთვის და მთლიანად საქართველოსთვის გმირები არიან. ბედნიერი ვარ, რომ დღეს მათთან ურთიერთობა მომიწია." 

კახა გოგიძე (მსახიობი)
"მნიშვნელოვანი პროექტია და ძალიან მომწონს. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებთან ერთად მიწევს თამაში, თუმცა ეს საერთოდ არ იგრძნობა. ჩვენ ერთნაირები ვართ. აზარტით ვთამაშობ და ჩემს აცილებულ ბურთებზე ვბრაზდები, მეტოქის აცილებული კი - მიხარია. ყველას მოგიწოდებთ, რომ ერთად ვიყოთ და მსგავს პროექტებში ჩავერთოთ."

ნინო ლეჟავა (მსახიობი)
"მოხარული ვარ პროექტით და მინდა ყველამ იცოდეს, რომ მსგავს ღონისძიებებში თქვენს გვერდში ვარ. ეს ადამიანები გმირები არიან. მსგავს აქტივობაში პირველად ჩავერთე და ძალიან გავერთე. მართალია, მე-7 ადგილზე გავედი, თუმცა ეს ციფრი ძალიან მიყვარს. ბოულინგი პირველად ვითამაშე. აღმოვაჩინე, რომ მსგავსი აქტივობების დამჯდარ მდგომარეობაში კეთება ძალიან რთულია და კიდევ ერთხელ ქედს ვიხრი ამ ადამიანების წინაშე. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ შეუძლებელი არაფერია. პროექტში მონაწილეობას მომავალშიც ვაპირებ."

სტელა ანდრიუკი (ქალებში ინდივიდუალური შეჯიბრის გამარჯვებული)
"დღეს განსაკუთრებული დღეა ჩემთვის. ბედნიერი ვარ, რომ მსგავს ღონისძიებაზე მოვხვდი. ემოციური დღე იყო. დიდი ბრძოლა იყო და კმაყოფილი ვარ. ვფიქრობ, მსგავსი ღონისძიებები უფრო ხშირად უნდა ტარდებოდეს."

მონაწილეებმა ეტლებით იასპარეზეს. აქტივობაში ჩართული იყო 40 მონაწილე, რომლებიც ერთმანეთს გუნდურად და ინდივიდუალურად შეეჯიბრნენ. გამარჯვებულებს ფულადი პრიზები, თასი, დიპლომები, მედლები და მხარდამჭერთა მიერ დაწესებული სხვადასხვა პრიზები გადაეცათ.

ინტეგრირებული ტურნირი ბოულინგში

ინტეგრირებული ტურნირი ბოულინგში

ინტეგრირებული ტურნირი ბოულინგში

ინტეგრირებული ტურნირი ბოულინგში

ინტეგრირებული ტურნირი ბოულინგში

ინტეგრირებული ტურნირი ბოულინგში

ინტეგრირებული ტურნირი ბოულინგში

ინტეგრირებული ტურნირი ბოულინგში

ინტეგრირებული ტურნირი ბოულინგში

ინტეგრირებული ტურნირი ბოულინგში

ინტეგრირებული ტურნირი ბოულინგში

ინტეგრირებული ტურნირი ბოულინგში

ღონისძიება იმართება პროექტის "აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა" ფარგლებში, რომელსაც "ახალგაზრდული მედია კავშირი" ქალაქ თბილისის მერიისა და კომპანიების, "ევროპაბეთისა" და "სოკარის" მხარდამჭერით ახორციელებს. პროექტი ხელს უწყობს გაეროს 2006 წლის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის კონვენციის 30-ე მუხლის იმპლემენტაციას. პროექტის მიზანია კონვენციის იმპლემენტაციის აღსრულების ხელშეწყობა საქართველოს მასშტაბით და შშმ პირთა საზოგადოებაში თანაბარ-უფლებრივი მდგომარეობის დამკვიდრება. 

2 თვის წინ ევროპაბეთმა ახალი პროექტის, „პასუხისმგებლიანი თამაში“ დაწყების შესახებ ამცნო საზოგადოებას. კომპანია ეტაპობრივად ამბობს უარს ყველა ისეთ კომუნიკაციაზე, რომლებიც სცილდება მიზნობრივ აუდიტორიას და შეუძლებელი ხდება მაყურებლის ასაკის კონტროლი.

კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ საკომუნიკაციო არხებზე თვითშეზღუდვით დაზოგილი მთლიანი ბიუჯეტი საზოგადოებისა და გარემოს განვითარების პროექტებს მოახმაროს. ამ მიზნით, 2020 წლის განმავლობაში 2,2 მილიონი ლარი დაიხარჯება. ყოველი კვარტალის ბოლოს ევროპაბეთი წარმოადგენს ანგარიშს, რომელიც სრულად გამჭვირვალე იქნება და ნებისმიერ დაინტერესებულ პირსა თუ ორგანიზაციას მიეცემა შესაძლებლობა, ვებგვერდზე responsible.ge ნახოს, რა შედეგი ჰქონდა ამა თუ იმ კამპანიას.

კომენტარები

ბოლო ამბები