Thumbnail

საკალათბურთო სუპერლიგა: ლიდერების შეხვედრაში ქუთაისმა გაიმარჯვა

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • ბათუმი 82:73 სოხუმი
  • ქუთაისი 76:68 რუსთავი

სანაკრებო მატჩებით გამოწვეული შესვენების შემდეგ, საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგა განახლდა. 

ბათუმმა სოხუმს უმასპინძლა და როგორც მოსალოდნელი იყო, დაამარცხა მეტოქე. პირველი ტაიმი თანაბარ ბრძოლაში წარიმართა, მესამე მეოთხედში კი მასპინძლებმა გადამწყვეტი უპირატესობა მოიპოვეს.

ბოლო მეოთხედს ბათუმი 14-ქულიანი უპირატესობით შეხვდა და საბოლოოდ, 82:73 დაამარცხა მეტოქე.

გამარჯვებულ გუნდს 22-22 ქულით სპენსერ კოლინსმა და ილია შემოსიუკმა ულიდერეს. სოხუმში 21 ქულით ყველაზე შედეგიანი ბიშოპ დენიელსი იყო.

ტურის ცენტრალური მატჩი ქუთაისში გაიმართა, სადაც სატურნირო ცხრილის ლიდერები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს.

ქუთაისმა უპირატესობით წარმართა რუსთავთან შეხვედრა და 76:68 დაამარცხა მეტოქე

ქუთაისელთა რიგებში 20 ქულით ყველაზე შედეგიანი გიორგი ბარბაქაძე იყო, რუსთავში კი ყველაზე მეტი, 23 ქულა ადამ ბლეიზეკმა მოაგროვა.

სატურნირო ცხრილში 35 ქულით პირველ ადგილზე ქუთაისია, ერთი ქულით ნაკლები აქვს რუსთავს, მომდევნო სამ გუნდს: ბათუმს, ოლიმპს და კაკტუსს კი 30-30 ქულა აქვთ.

კომენტარები

ბოლო ამბები