Thumbnail
  • 📅 14 მარტი | ⌚ 18:00 | 🏉 საქართველო V რუსეთი | 📺 იმედი
  • საქართველოს რაგბის კავშირმა ფეხბურთელთა ინტერესი გაითვალისწინა

საქართველოს რაგბის კავშირმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ საქართველოსა და რუსეთის ნაკრებთა შორის 14 მარტს დაგეგმილი მატჩი დინამო არენაზე აღარ გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ "ბორჯღალოსნებს" რაგბი ევროპის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში ორივე თბილისური შეხვედრა ქვეყნის უდიდეს სტადიონზე ჰქონდათ დაგეგმილი, თუმცა, სიტუაცია შეიცვალა.

აღნიშნული გადაწყვეტილების გამოცხადებისთანავე, გამოითქვა აზრი, რომ სარაგბო შეხვედრა ხელს შეუშლიდა 26 მარტს დინამო არენაზე გასამართ საქართველოსა და ბელარუსის საფეხბურთო შეხვედრას.

მოგეხსენებათ, ქართველი ფეხბურთელები ევროპის ჩემპიონატზე გასვლის ისტორიული შანსი აქვთ და რაგბის კავშირი დათმობაზე წავიდა. შესაბამისად, ვლადიმირ ვაისის გუნდს დინამო არენა საუკეთესო მდგომარეობაში დახვდება.

და სად ითამაშებენ ბორჯღალოსნები? როგორც ირკვევა, რუსებთან დაპირისპირება მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ჩატარდება (სტარტს 18:00 საათზე აიღებს), რომელსაც სარაგბო მატჩებისთვის არაერთხელ უმასპინძლია.

მომავალი შეხვედრის ბილეთები, რომელთა ფასი 5-20 ლარია, უკვე იყიდება და იმედია, რუსეთთან მატჩზე გაცილებით მეტი ქომაგი მივა, ვიდრე, ეს, რუმინეთთან იყო.

შეგახსენებთ, რომ ბორჯღალოსნებს რაგბი ევროპის ჩემპიონატზე მომავალი მატჩი 9 თებერვალს მადრიდში ესპანეთთან ელით, 22-ში ქუთაისის აია არენაზე ბელგიას დაუხვდებიან, 7 მარტს, პარიზში, პორტუგალიასტან თამაშია დაგეგმილი, რუსეთთან შერკინება კი ბოლო ტურში შედგება.

კომენტარები

ბოლო ამბები