Thumbnail
  • ნიუ ორლეანს პელიკანსი 108:120 მილუოკი ბაქსი
  • იანისმა 34 ქულა ჩააგდო, ზაიონმა - 20

MVP იანის ანტეტოკუნმპოსა და სენსაციური ახალბედას, ზაიონ უილიამსონის პირველი დუელი, რა თქმა უნდა, მილუოკი ბაქსის სუპერვარსკვლავის გამარჯვებით დასრულდა: იანისმა პელიკანსს 34 ქულა ჩაუგდო, 17 მოხსნა გაუკეთა და ზედიზედ მესამედ გადაცდა 30-15-ის ზღვარს. ზაიონს განსაკუთრებით კარგი მომენტები ბოლო მეოთხედში ჰქონდა, ჯამში კი 20 ქულა, 7 მოხსნა და 5 პასი დაუგროვდა, თუმცა ნიუ ორლეანსი მარცხისგან მაინც ვერ იხსნა.

მასპინძლებმა თამაში კარგად დაიწყეს, რაც პირველ რიგში ბრენდონ ინგრამის (32 ქულა) დამსახურება გახლდათ, მაგრამ მერე ბაქსმა თავის თამაშს მიაგნო. მილუოკიმ განსაკუთრებით კარგად მესამე პერიოდი ჩაატარა, რომელიც 42:24 მოიგო. მილუოკის მოთამაშეები ზაიონისგან თავს ძალიან კარგად იცავდნენ, რაც იმითაც დასტურდება, რომ უილიამსონმა 18 მცდელობიდან მხოლოდ 5 ჩააგდო.

გამოკითხვა

ვინ გახდება რეგულარული სეზონის MVP?

  • იანის ანტეტოკუნმპო
  • ჯეიმს ჰარდენი
  • ლუკა დონჩიჩი
  • ლებრონ ჯეიმსი
  • ენტონი დევისი
  • კავაი ლეონარდი
  • ჯოელ ემბიდი
  • სხვა

მილუოკიდან 10 ქულას კრის მიდლტონი (20), ერიკ ბლედსო (16) და ბრუკ ლოპესი (12) გადაცდნენ. პელიკანსიდან ლონზო ბოლმა ორმაგი დუბლი შეასრულა (11 ქულა, 14 მოხსნა).

📺 ვიდეო: ნიუ ორლეანსი 108:120 მილუოკი (მიმოხილვა)

კომენტარები

ბოლო ამბები