Thumbnail
  • ლოს ანჯელეს ლეიკერსი 129:102 სან ანტონიო სპურსი
  • ლებრონ ჯეიმსი: 36 ქულა, 7 მოხსნა, 9 პასი, +20

კობი ბრაიანტის ტრაგიკულად დაღუპვის შემდეგ, ლოს ანჯელეს ლეიკერსმა პორტლენდთან წააგო, მერე კი ზედიზედ ორი გამარჯვება მოიპოვა. ლებრონ ჯეიმსმა და კომპანიამ სან ანტონიო უპრობლემოდ, 129:102 დაამარცხეს და მთავარ კონკურენტ კლიპერსს 3 მოგებით უსწრებენ. თანაც, ლეიკერსს ერთი მატჩით ნაკლები აქვს.

ლეიკერსის რიგით 38-ე გამარჯვებაში უდიდესი წვლილი კვლავ ლებრონ ჯეიმსს მიუძღვის, რომელმაც 36 ქულა, 7 მოხსნა და 9 პასი დააგროვა. სან ანტონიოდან კი მხოლოდ დემარ დეროზანი მიუახლოვდა 30-ქულიან ბარიერს - მას 28 ქულა, 9 მოხსნა და 7 ასისტი ჰქონდა. ლეიკერსმა სან ანტონიოს ოთხივე პერიოდი მოუგო (21:19, 30:22, 36:33, 42:28).

თავისი 36 ქულიდან 19 ლებრონმა ბოლო პერიოდში დააგროვა და რაც ყველაზე მეტად აღსანიშნავია, სულ რაღაც 3 წუთში 5 სამქულიანი ჩააგდო!

📺 ვიდეო: ლებრონ ჯეიმსის სამიანები სან ანტონიოსთან

კომენტარები

ბოლო ამბები