Thumbnail
  • რეალი 70:69 ბასკონია
  • თორნიკე შენგელია: 12 ქულა, 5 მოხსნა, 4 პასი

ევროლიგის რეგულარული სეზონის 23-ე ტურში თორნიკე შენგელიას ბასკონია მადრიდში რეალს ესტუმრა და დაძაბული ბრძოლა დათმო - 69:70. ბასკურ კლუბს 8 მოგება და 15 მარცხი აქვს და მხოლოდ მე-16 ადგილზეა. დიდი ალბათობით, ბასკონია პლეი ოფში ვერ გავა.

თორნიკე შენგელიას ბლოკ-შოტი

გუნდის კაპიტანმა შენგელიამ 32:09 წუთში 12 ქულა, 5 მოხსნა, 4 პასი, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. მან 4-ჯერ დაკარგა ბურთი და 3 პერსონალური შენიშვნა მიიღო. მარგი ქმედების კოეფიციენტით 11 - ის გუნდში მეორეა შილდსის შემდეგ. მეტ ჯენინგის ანგარიშზეა 11 ქულა და 1 ასისტი.

კომენტარები

ბოლო ამბები