Thumbnail

წყალბურთის ჩემპიონთა ლიგის B ჯგუფის მე-8 ტურში დინამო თბილისმა იტალიურ პრო რეკოს უმასპინძლა და დიდი ანგარიშით დამარცხდა - 3:13. მარცხი მოსალოდნელი იყო, დინამო აუტსაიდერია 0-8 ბალანსით, პრო რეკო კი - ლიდერი (6-2 ბალანსი). 

იტალიელთა უპირატესობა მატჩის ყოველ ეპიზოდში აშკარა იყო, პირველი მეოთხედი მათ 3:0 მოიგეს. რევაზ ჩომახიძის შეგირდებმა პირველი გოლი მეორე მეოთხედში გაიტანეს, რომელიც პრო რეკომ 6:2 მოიგო. მესამე მეოთხედში პრო რეკომ 3:1 იმარჯვა. ბოლო მეოთხედში მხოლოდ ერთი გოლი გავიდა. 

რევაზ ჩომახიძე 2000-2001 წლებში პრო რეკოში თამაშობდა

ეს ჯგუფური ეტაპის მეორე წრის პირველი ტურის შეხვედრა იყო, 8-გუნდიანი ჯგუფიდან 1/4 ფინალში 4 საუკეთესო გუნდი გადის. 21 თებერვალს დინამო გერმანიაში ჰანოვერს ესტუმრება. ჰანოვერს ერთადერთი გამარჯვება სწორედ დინამოსთან აქვს მოპოვებული. 

პრო რეკო იტალიის 33 გზის ჩემპიონი და ჩემპიონთა თასის (ლიგის) 8-გზის გამარჯვებულია. ამ გუნდმა ბოლოს 2019 წლის ივნისში დათმო ოფიციალური მატჩი. მოკლედ, მსოფლიო გრანდია. 

კიდევ ერთი საინტერესო დეტალი პრო რეკოს მდიდარ ისტორიაში ბევრ დიდ წყალბურთელს უთამაშია და მათ შორის იყვნენ დინამოს ამჟამინდელი თავკაცი რევაზ ჩომახიძე (2000-2001 წლებში) და გიორგი მშვენიერაძე (1991-1994 წლებში). 

დინამო თბილისი 3:13 პრო რეკო

0:3, 2:6, 1:3, 0:1

დინამო თბილისი: რაზმაძე (შუბლაძე), ქავთარაძე, შუშიაშვილი, იმნაიშვილი, ბითაძე, იელაჩა, ჯახაია, მესხი (1), რურუა (კაპ, 1), მაგრაქველიძე, ბარალდი, ვაპენსკი (1)

კომენტარები

ბოლო ამბები