Thumbnail

ახალი ეროვნული გმირი - ესპანელი მორაგბის თავგანწირვა იაპონიასთან

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ესპანეთის 7-კაცა ნაკრების მორაგბის ბრწყინვალე თამაში იაპონიასთან
  • პაკო ერნანდესი თავგატეხილი წამოდგა და მეტოქე შებოჭა

ავსტრალიაში, ქალაქ სიდნეიში, 7-კაცა რაგბის მორიგი მსოფლიო სერია გაიმართა. მე-13 ადგილისთვის მატჩში ესპანეთმა იაპონიას 14:7 მოუგო. ერთ-ერთ მომენტში ესპანელმა მორაგბემ, პაკო ერნანდესმა მეტოქე შებოჭა. ბოჭვაში გასაკვირი არაფერია, თუმცა იმ მომენტში, როდესაც იაპონელები ესპანელებს უტევდნენ, პაკო მინდორზე იწვა და გატეხილ თავს უხვევდნენ.

ერნანდესი თამაშის მიმდინარეობას თვალს ადევნებდა - ექიმს საქმიანობის დამთავრება არ დააცადა, წამოდგა და მეტოქე შებოჭა, რის შემდეგაც ისევ ექიმთან დაბრუნდა, რათა გატეხილი თავი შეეხვიათ.

''ახალი ეროვნული გმირი. ნახეთ, რა გააკეთა პაკო ერნანდესმა ქვეყნისთვის გატეხილი თავით'' - წერს მარკა.

კომენტარები

ბოლო ამბები