Thumbnail

'ველოდებით აუდიტის დასკვნას და იტალიელ ინვესტორს' - კობიაშვილი ტორპედოზე

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • ქუთაისის ტორპედო ფინანსურ კრიზისშია
  • ამ თემაზე, რადიო იმედის ეთერში ლევან კობიაშვილმა ისაუბრა

ქუთაისის ტორპედო ისევ ფინანსურ კრიზისშია და თუ ვითარება მოკლე დროში არ გამოსწორდა, შესაძლოა კლუბი ეროვნული ლიგიდან მოკვეთონ. ამ თემაზე, რადიო იმედის ეთერში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა ისაუბრა...

ლევან კობიაშვილი (სფფ-ს პრეზიდენტი)

"წლების წინ, ტორპედო უფრო მძიმე ვითარებაში იყო. კლუბმა' ლიცენზია მიიღო და მონიტორინგის რეჟიმშია. აუდიტმა უნდა დადოს დასკვნა, არის თუ არა თუ'ტორპედო' გადახდისუნარიანი. კლუბს დავალიანება აქვს და ეს პრობლემაა, თუმცა მთავარია აუდიტის დასკვნა. თუ აუდიტი ჩათვლის, რომ კლუბი არსებობას შეძლებს, მას უმაღლეს ლიგაში თამაშის უფლება ექნება.

ტორპედო უმაღლეს ლიგაში თამაშის უფლებას იმიტომ არ მიიღებს, რომ ფეხბურთელთა დავალიანება აქვს. აღმასკომი კონკრეტულ ვადებს განსაზღვრავს და თუ კლუბი ამ ვადებში ხელფასებს ვერ გადაიხდის, დაჯარიმდება. რაც შეეხება ეროვნულ ლიგაში მონაწილეობის საკითხს, ეს აუდიტის გადასაწყვეტია. იტალიელ ინვესტორებს ქუთაისში ოთხშაბათს ელოდებიან. ჩემი ინფორმაციით, საკითხი დადებითად გადაწყდება".

📷 | GFF.GE

კომენტარები

ბოლო ამბები