Thumbnail
  • ესპანეთის მორაგბეთა ნაკრები საქართველოსთან სათამაშოდ ემზადება
  • ესპანელებმა საფრანგეთიდან რამდენიმე ლეგიონერი გამოიძახეს

ესპანეთის ნაკრებმა რაგბი ევროპის პირველ ტურში რუსეთს სტუმრად მოუგო - 31:12. ესპანელი ''ლომები'' რაგბი ევროპის გათამაშებას საქართველოს მორაგბეთა ნაკრებთან ერთად ლიდერობენ და მე-2 ტურში სწორედ ''ბორჯღალოსნებს'' ხვდებიან.

ესპანეთის რაგბის კავშირის ინფორმაციით, მატჩი 9 თებერვალს ''ესტადიო ნასიონალ კომპლუტენსეზე'' გაიმართება, რომელიც მადრიდში მდებარეობს. ესპანეთი და საქართველოს ტიტულის მოგების მთავარი კანდიდატები არიან. გამარჯვების შემთხვევაში, ესპანელები პირველ ტიტულს მოიგებენ, ხოლო საქართველო მეთორმეტე გამარჯვებას იზეიმებს.

ესპანეთის რაგბის კავშირი: ''საქართველო კონტინენტის ერთ-ერთი უძლიერესი ნაკრებია, რომელსაც მსოფლიო თასზე თამაშის დიდი გამოცდილება აქვს''.

ესპანელებმა საქართველოსთან მატჩისთვის რამდენიმე ლეგიონერი გამოიძახეს: მარკო პინტო (ბეზიე), შარლი მალიე (პო), ჯოშ პიტერსი, ასიერ უსორაგასა და მარტინ ალონსოს დებიუტი ექნებათ.

კომენტარები

ბოლო ამბები