Thumbnail
  • გიორგი ჩაკვეტაძე გენტის 21-წლამდელთა გუნდში გატანილი გოლით გამორიჩა
  • 20 წლის ნახევარმცველმა გოლი ეფექტური სოლორეიდის შემდეგ შეაგდო

საქართველოს ნაკრებისა და გენტის შემტევი ნახევარმცველმა გიორგი ჩაკვეტაძემ, რომელსაც ტრავმით გამოწვეული ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ფორმის აღდგენა სჭირდება, ბელგიური კლუბის 21-წლამდელთა გუნდში კიდევ ერთხელ ითამაშა და გატანილი გოლითაც გამოირჩა.

გენტის ახალგაზრდულმა გუნდმა სტუმრად გენკთან ითამაშა და ფრეს დასჯერდა 1:1. ანგარიში სწორედ 20 წლის ქართველმა ლეგიონერმა გახსნა, რომელმაც ბურთი ლამის მოედნის ცენტრიდან წაიღო, გაჭრა მასპინძელთა დაცვის ხაზი და გაიტანა. გიორგი 75-ე წუთამდე ითამაშა.

📺 გენკი 1:1 გენტი 

შეგახსენებთ, რომ ამ თამაშამდე გიორგიმ გენტის მთავარ გუნდშიც ითამაშა, სტუმრად მეხელენთან მოგებულ მატჩში - 3:0. ჩაკვეტაძემ მეორე ტაიმში გიორგი ქვილითაია შეცვალა, რომელიც მანამდე საგოლე პასით გამოირჩა. თავად ახალგაზრდა ფეხბურთელმა სტუმართა ბოლო გოლში შეიტანა წვლილი.

📋 მეტი ამ თემაზე:

გიორგი ჩაკვეტაძემ, რომელიც მოედანს გასული წლის დეკემბერში დაუბრუნდა, მიმდინარე სეზონში გენტის მაისურით სულ 5 შეხვედრაში ითამაშა (4 ჟუპილერ ლიგაში, 1 ევროპალიგაში), შედეგიანი მოქმედებით კი ჯერჯერობით არ გამორჩეულა. 

გენტს ბელგიის ჩემპიონატში გასული 24 ტურის შემდეგ, 48 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა. მომდევნო ტურში იეს ტორუპის გუნდი 7 თებერვალს, ანდერლეხტს უმასპინძლებს.

კომენტარები

ბოლო ამბები