Thumbnail

პარი სენ-ჟერმენი დილემის წინაშე და რეალის შანსი - რას იზამს მბაპე?

გიორგი უგულავა პროფილის ფოტო
გიორგი უგულავა
  • მბაპეს და ტუხელს ღია კონფლიქტი აქვთ
  • ფრანგ ვარსკვლავს რეალი და ზიდანი ელოდება
  • ან ტუხელი ან მბაპე - პარიზში საკითხი ასე დგას

თომას ტუხელსა და კილიან მპაბეს შორის კონფლიქტი უიკ-ენდის ერთ-ერთი მთავარი ახალი ამბავი გახლდათ. მპაბე ტუხელს შეცვლის გამო გაუნაწყენდა.

📋 მეტი ამ თემაზე:

ერთი შეხედვით, ეს სტანდარტული კონფლიქტია, შეცვლის გამო მწვრთნელზე ფეხბურთელების წყენის შემთხვევები ხშირია ხოლმე. თუმცა მპაბეს სიტუაცია უფრო რთულია, მისი საკონტრაქტო სიტუაციის გამო.

მბაპეს პარი სენ ჟერმენთან კიდევ ორი წელიწადი დარჩა კონტრაქტით. ეს იმას ნიშნავს, რომ მან კონტრაქტი ამ ზაფხულამდე უნდა გაახანრძლივოს ან წავიდეს. თუ მპაბემ ახალი კონტრაქტი არ გააფორმა, მისი ფასი ძალიან სწრაფად დაიწევს და ორი სეზონის შემდეგ კი საერთოდაც უფასოდ შეეძლება გუნდიდან წავიდეს. ანუ, თუკი მბაპე კონტრაქტის ამოწურვამდე ორი სეზონით ადრე, ამ ზაფხულს, შეიძლება 200 მილიონი ღირდეს, შემდეგ ზაფხულს, კონტრაქტის ამოწურვამდე 1 წლით ადრე, მისი ფასი განახევრდება.

პრობლემა ის არის, რომ მბაპემ ახალ ხელშეკრულებაზე უარი უკვე თქვა.

კილიან მბაპე პარიზულ კლუბს შესაძლოა ამ ზაფხულსვე დაშორდეს

მბაპეს გადაყვანა რეალს უნდა და ზინედინ ზიდანის ფაქტორი ძალიან მნიშვნელოვანია. ცნობილია, რომ პარი სენ ჟერმენი თავის ლიდერებს არაფრით ყიდის, თუმცა მბაპეს ზიდანის თავკაცობით რეალში თამაში სურს. ამავე ზაფხულს პარიზიდან მიდის ედინსონ კავანი და წასვლა უნდა ნეიმარსაც, რომელსაც კონტრაქტით მხოლოდ წელიწადი რჩება. 

"ლე პარიზიენის" ცნობით, რომელიც ძალიან ავტორიტეტული და სანდო წყაროა, განაწყენებული მპაბე საკითხს ისე აყენებს, რომ ან ის წავა გუნდიდან, ან თომას ტუხელი. საკონტრაქტო სიტუაციის გამო, მბაპეს პარიზელთა ხელმძღვანელობასთან სავაჭროდ და მათზე ზეწოლისთვის კარგი სიტუაცია აქვს.

ნათელი მხოლოდ ერთია. პარი სენ ჟერმენს საკმაოდ რთული ზაფხული ელის. დღის წესრიგში გუნდის ლიდერების შენარჩუნების და მწვრთნელის საკითხი დგას.

კომენტარები

ბოლო ამბები