Thumbnail

ხელბურთი | ბათუმმა ქუთაისს მოუგო და გალიდერდა

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • სამტრედია 28:21 წყალტუბო
  • ქუთაისი 33:37 BSB ბათუმი 

ბათუმის შავი ზღვის ბიჭებმა უმაღლესი ლიგის მთავარ მატჩში 37:33 დაამარცხეს ქუთაისი და საქართველოს ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში დაწინაურდნენ. სამტრედიამ 28:21 მოუგო წყალტუბოს პრომეთეს.

პირველი წრის მატჩი ქუთაისელებს საკუთარ სპორტის სასახლეში 32:31 ჰქონდათ მოგებული და თავიდან ზესტაფონშიც დაწინაურდნენ. ყველაზე დიდი სხვაობა 16:11 იყო, ტაიმი კი 18:15 მოიგეს.

მეორე ტაიმში ბათუმელებმა მოუმატეს და მალე უკვე ქუთაისელებს გაუხდათ ანგარიში გასათანაბრებელი. ეს ორჯერ მოახერხეს, თუმცა შემდეგ ზედიზედ 4 გაუშვეს და აჭარული გუნდი წინ გაიჭრა. საბოლოოდ, 37:33 შავი ზღვის ბიჭების სასარგებლოდ..

ქუთაისს 12 ქულა დარჩა, 14-14 აქვთ ბათუმს, თბილისის პეგასს და სტუ-იმედს, მაგრამ დასავლელებს 2 თამაში აქვთ მარაგში და 4-5 თებერვალს, ზესტაფონის სპორტის სასახლეში, სამტრედიას და წყალტუბოს ეთამაშებიან. სამტრედიამ სეზონში მეორედაც დაამარცხა წყალტუბოს პრომეთე და მეხუთე ადგილზე გადაინაცვლა.

სამტრედია 28:21 წყალტუბო

სამტრედია: ფახურიძე, დუნდუა - ხელისუფალი 9, ხომერიკი 6, ჟვანია 5, ძნელაძე 5, ნადირაძე 2, ქავზინაძე 1, აფრიდონიძე, ადამია, ხონელიძე, მანაგაძე, კიკაბიძე.

წყალტუბო: სილაგაძე, ნიჟარაძე - მეტონიძე 6, მ. გველესიანი 4, ჯიმშელეიშვილი 3, ფანცხავა 3, მუკბანიანი 2, ნ. ბაბუნაშვილი 2, ქაშიბაძე 1, რ. ბაბუნაშვილი, გ. გველესიანი, კოვზირიძე, კაპანაძე. 

ქუთაისი 33:37 BSB ბათუმი 

ქუთაისი: გულეიშვილი, რუხაძე - გამზარდია 6, ხაჟომია 6, რუსტამოვი 4, მერკვილაძე 4, სტურუა 3, სურმავა 3, ფერაძე 3, ზარნაძე 3, ჯუღელი 1, კობახიძე, ლომიძე, იმნაძე.

ბათუმი: ტორონჯაძე, ვარშალომიძე -  სიმონია 10, გოგოლაძე 7, ლაპიაშვილი 7, აბრამიშვილი 5, ტალახაძე 4, ტიელიძე 3, მიქავა 1, მხვილიძე, ბერძენიშვილი, გიორგაძე, მჟავანაძე, კახიძე, ცხადაია, თურმანიძე.

კომენტარები

ბოლო ამბები