Thumbnail
  • მაიამი 137:106 ფილადელფია
  • ჯიმი ბატლერს 38 ქულა ჰქონდა
  • ემბიიდმა შეხვედრა ორმაგი დუბლით დაასრულა

მაიამი-ფილადელფია რეგულარული სეზონის ერთ-ერთი პრინციპული დაპირისპირებაა. ამის მიზეზი მხოლოდ ის არ არის, რომ ორივე გუნდი საპლეიოფო ზონაშია და მაღალი ადგილებისთვის იბრძვის. ფილადელფიას ყოფილმა ლიდერმა ჯიმი ბატლერმა ზაფხულში მაიამიში გადასვლის გადაწყვეტილება მიიღო. ბატლერმა ემბიიდთან ერთად საჩემპიონო გუნდის აშენების პერსპექტივის არ დაიჯერა. 

ბოლო შეხვედრაში მაიამიმ ფილადელფიას შანსი არ დაუტოვა და 31 ქულით მოიგო. ფილას ყველა მოთამაშეს კატასტროფული სხვაობა ჰქონდა. მაგალითად, ბენ სიმონსმა შეხვედრა -31-ით დაასრულა.

მაიამი უკეთ ისროდა - ფლორიდელებს ზუსტი სროლების 56.5% ჰქონდათ, ფილას კი მხოლოდ - 43.4. მაიამი უკეთესი იყო პერიმეტრიდან (32-დან 16 სამიანი, ფილას 38-დან 13 ზუსტი სამქულიანი) და თითქმის არ კარგავდა ბურთს (მხოლოდ 3 დაკარგვა, ფილას კი 14 დაკარგვა ჰქონდა).

ჯოელ ემბიიდი ერთადერთი იყო ფილადელფიაში, რომელიც კონკურენტულად გამოიყურებოდა. ფილას ცენტრს 14 სროლაში 29 ქულა ჰქონდა. 14-დან 9 ზუსტი სროლა შეასრულა და დამატებით 9 ჯარიმა. ემბიიდმა ორმაგი დუბლით დაასრულა თამაში - მის ანგარიშზე 12 მოხსნაც იყო.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე ჯიმი ბატლერი იყო. ბატლერმა ყოფილ გუნდს 20 სროლაში 38 ქულა ჩაუგდო. ბატლერმა 14-დან 20 ზუსტი სროლა შეასრულა და მას 8 ზუსტი ჯარიმაც ჰქონდა.

აღსანიშნავია "ოლ სტარზე" მიწვეული ბემ ადებაიოს 18 ქულა და გორან დრაგიჩის 24 ქულა სათადარიგო სკამიდან.

მაიამი მხოლოდ 1 წაგებით ჩამორჩება აღმოსავლეთში მეორე პოზიციაზე მყოფ ტორონტოს.

📺 მაიამი 137:106 ფილადელფია

კომენტარები

ბოლო ამბები