Thumbnail
  • სეზონის მეორე ელ კლასიკო 1 მარტს გაიმართება
  • კიკე სეტიენისთვის ეს პირველი კლასიკო იქნება 

ლა ლიგის ოფიციალური საიტის მიხედვით, ამ სეზონის მეორე "ელ კლასიკო" პირველ მარტს "სანტიაგო ბერნაბეუზე" გაიმართება. მატჩი თბილისის დროით 00:00-ზე (2 მარტი) დაიწყება. თარიღი ცნობილი იყო, პრიმერამ მატჩის დაწყების დრო დააზუსტა.

ამ წუთისთვის ლა ლიგას რეალი ლიდერობს 49 ქულით, ბარსელონა კი მისი მდევარია 46 ქულით. ბოლო ტურში ზინედინ ზიდანის გუნდმა ელ დერბი მოიგო ატლეტიკოსთან, ხოლო ბარსელონამ ანსუ ფატის დუბლის წყალობით ლევანტე დაამარცხა.

პირველი წრის "ელ კლასიკო" ერთხელ პოლიტიკური მოვლენების გამო გადაიდო და ის დეკემბერში ჩატარადა და "კამპ ნოუზე" 0:0 დასრულდა. აღსანიშნავია, რომ ბარსას მწვრთნელის, კიკე სეტიენისთვის ეს სადებიუტო "ელ კლასიკო" იქნება. 

კომენტარები

ბოლო ამბები