Thumbnail
  • საქართველოს სუპერთასის მატჩი 23 თებერვალს გაიმართება
  • ტიტულისთვის დინამო თბილისი და საბურთალო იბრძოლებენ

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინფორმაციით, საქართველოს სლავა მეტრეველის სახელობის სუპერთასის მატჩი 23 თებერვალს გაიმართება. ერთმანეთს მოქმედი ჩემპიონი დინამო თბილის და საქართველოს თასის მფლობელი საბურთალო დაუპირისპირდებიან.

ცოტა უცნაურია, მაგრამ ფაქტია - ეს დაპირისპირება ვაკეში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე (მიხეილ მესხი 2) გაიმართება. 

საქართველოს სუპერთასს ლეგენდარული ფეხბურთელის, სლავა მეტრეველის სახელი ზუსტად ერთი წლის წინათ ეწოდა. მისი ამჟამინდელი მფლობელი ქუთაისის ტორპედოა - 2019 წლის 24 თებერვალს ტორპედომ საბურთალო 1:0 დაამარცხა. გამარჯვების გოლი მერაბ გიგაურმა გაიტანა, რომელიც ამჟამად აზერბაიჯანულ გაბალაში თამაშობს. ეს შეხვედრა გორში გაიმართა. 

კომენტარები

ბოლო ამბები