Thumbnail

წინასამატჩო პრესკონფენერენცია და კაპიტნის ვარჯიში - რთული მატჩი მიხეილ მესხზე

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • საქართველომ და ესპანეთმა წინასამატჩო პრესკონფერენცია და კაპიტნის ვარჯიში გამართეს.
  • მატჩამდე ერთი დღე რჩება, შეხვედრა მიხეილ მესხზე გაიმართება.

რაგბი ევროპის ჩემპიონატის მესამე ტურში, საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებებს შორის მიხეილ მესხზე გასამართი მატჩის წინ, გუნდებმა ტრადიციული კაპიტნის ვარჯიში და პრესკონფერენციები გამართეს.

მილტონ ჰეიგმა ყურადღება ესპანეთის ნაკრების პროგრესზე გაამახვილა.

მილტონ ჰეიგი: „ესპანეთის ნაკრებმა რუსეთისა და რუმინეთის დამარცხებით დაამტკიცა, რომ რაგბი ევროპის ჩემპიონატის წლევანდელ გათამაშებაში სერიოზულ ძალას წარმოადგენს. კარგად ვიცით, რას უნდა ველოდოთ მოწინააღმდეგისგან, თუმცა მთავარია, ჩვენ როგორ თამაშს ვაჩვენებთ“. ველოდით, რომ ესპანეთს რუმინეთის დამარცხება შეეძლო. ბორჯღალოსნების მთავარი მწვრთნელის რანგში პირველი შეხვედრა სწორედ ესპანეთთან გვქონდა და გამარჯვება მასპინძლებს დარჩათ. ჩვენს ინტერესებშია, რომ რაც შეიძლება ძლიერი მეტოქეების წინააღმდეგ ვითამაშოთ, რადგან ეს განვითარებაში დაგვეხმარება“.

ჰეიგი: ''პროგრესის გზაზე გაჩერება კრახის დასაწყისი იქნება.
საქართველო ბევრად მაღალ ადგილს დაიმსახურებს სარაგბო ელიტაში“

ოპტიმისტურად არის განწყობილი ბორჯღალოსანთა კაპიტანი - გიორგი ნემსაძე.

გიორგი ნემსაძე: ''ესპანეთის ეროვნული გუნდი ჩვენთვის გარკვეულწილად უხერხულ მეტოქედ ჩამოყალიბდა და განსაკუთრებით, გასვლით თამაშებში რამდენჯერმე გაგვიჭირდა. მიუხედავად ამისა, დღევანდელ ვითარებაში, არამგონია, ისინი ჩვენთვის განსაკუთრებულ საფრთხეს წარმოადგენდნენ. მომავალი მატჩისთვის კარგი მზადება გავიარეთ და ვფიქრობ, თამაშისთვის კარგ ფორმაში ვიმყოფებით“.

ესპანეთის ეროვნული ნაკრები შეცვლილი შემადგენლობით ესტუმრა საქართველოს. ლომების მთავარი მწვრთნელი სანტიაგო სანტოსი აღნიშნავს, რომ ეს მისი გუნდის თამაშის ხარისხზე არ იმოქმედებს.

სანტიაგო სანტოსი: ''ესპანური რაგბი ყველა მიმართულებით სწრაფად ვითარდება. ეს იგრძნობა არა მხოლოდ ეროვნული ნაკრების თამაშსა და შედეგებში, არამედ შიდა ჩემპიონატში და საფესტივალო რაგბში. მეტი ყურადღება გვაქვს სახელმწიფოს, მედიისა და გულშემატკივრების მხრიდან. ადრე გვქონდა პრობლემები და ყველა ლეგიონერის თამაშისთვის ჩამოყვანას ვერ ვახერხებდით, ახლა კი პრაქტიკულად ყოველთვის ვახერხებთ უძლიერესი შემადგენლობის თავმოყრას. რუმინეთთან თამაშის შემდეგ 23-კაციან განაცხადში 19 მოთამაშე შევცალეთ, მაგრამ ამით ჩვენი ტემპი და ხარისხი არ შეიცვლება. გვყავს 30-40 თანაბარი ხარისხის მქონე მორაგბისგან შემდგარი ბირთვი და ყოველთვის ჭირს მათგან 23 საუკეთესოს შერჩევა. ჩვენ მომავალი მსოფლიო თასისთვის ვემზადებით და ამ ბიჭებმა დაიმსახურეს, რომ მიიღონ შანსი და დაამტკიცონ საკუთარი შესაძლებლობები.

ესპანეთის ნაკრებთან შეხვედრა თბილისის დროით 18:00-საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს რაგბი TV შემოგთავაზებთ.

რამდენიმე ფოტო ვარჯიშიდან

გიორგი თხილაიშვილი.
დავით კაჭარავა.
ბორჯღალოსნები ესპანეთთან მატჩს კარგ ხასიათზე ხვდებიან.
ესპანელები მიხეილ მესხზე სამახსოვრო ფოტოს იღებენ.

 

კომენტარები

ბოლო ამბები