- პრესტიჟულ ტურნირზე 17 ქართველ ძიუდოისტს ვიხილავთ
- წარმომადგენლები არ გვეყოლება 60 კგ-მდე წონით კატეგორიაში
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობაში, რომელიც 8-9 თებერვალს საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში დაგეგმილ გრანდ სლემზე იასპარეზებს, რამდენიმე ცვლილება მოხდა.
ვაჟთა გუნდში წარმომადგენელი არ გვეყოლება 60 კგ-მდე წონით კატეგორიაში, სადაც წინასწარ განაცხადში ძმები – ამირან და ჯაბა პაპინაშვილი ფიგურირებდნენ.
სიახლე 66 კგ-შიც, სადაც თორნიკე ნაგლიაშვილთან ერთად ნაკრების ღირსებას ბექა წიფიანი დაიცავს. ამ უკანასკნელმა ვაჟა მარგველაშვილი ჩაანაცვლა.
შედეგად, საქართველოს ვაჟთა გუნდის საბოლოო შემადგენლობა ასე გამოიყურება.
კაცები:
66 კგ. – ბექა წიფიანი, თორნიკე ნაგლიაშვილი
73 კგ. – ფრიდონ გიგანი, თორნიკე გვიჭიანი
81 კგ. – ვლადიმერ ახალკაცი, გიორგი კაციაშვილი
90 კგ. – ავთანდილ ჭრიკიშვილი, გიორგი პაპუნაშვილი
100 კგ. – ვარლამ ლიპარტელიანი, ონისე სანებლიძე
+100 კგ. – გელა ზაალიშვილი, ლევან მატიაშვილი
ცვლილებები არ მომხდარა საქართველოს ქალთა ნაკრების რიგებში.
ქალები:
52 კგ. – მარიამ ჯანაშვილი, ტატიანა ლევიცკა-შუკვანი
57 კგ. – ეთერ ლიპარტელიანი
70 კგ. – მარიამ ჭანტურია
+78 კგ. – სოფიო სომხიშვილი
ამჟამინდელი ინფორმაციით, პარიზის გრანდ სლემში 121 ქვეყნის წარმომადგენელი 742 ძიუდოისტი (448 კაცი+294 ქალი) ჩაებმება, წილისყრის შედეგები კი პარასკევს გვეცოდინება.
შეგახსენებთ, რომ შარშანდელ ტურნირზე საქართველოს 11 ძიუდოისტი (მხოლოდ ვაჟები) ჰყავდა, რომელთა აქტივშიც 4 მედალი იყო.
ტურნირის ჩემპიონი ვარლამ ლიპარტელიანი (100 კგ.) გახდა, ვაჟა მარგველაშვილმა (66 კგ.) ვერცხლი დაისაკუთრა, თემურ ნოზაძე (60 კგ.) და ლაშა შავდათუაშვილი კი (73 კგ.) ბრინჯაოს მედლების მფლობელები გახდნენ.

კომენტარები