Thumbnail

ვავრინკას უარი 2 ტურნირს - შვეიცარიელი თიხნარის სეზონისთვის ემზადება

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • სტენ ვავრინკამ აშშ-ის ორივე მასტერსზე უარი თქვა.
  • შვეიცარიელი მთლიანად თიხნარის სეზონზეა კონცენტრირებული.

დიდი სლემის ტურნირების 3-გზის გამარჯვებული სტენ ვავრინკა ინდიან უელსში და მაიამიში დაგეგმილ მასტერსის ორივე ტურნირს გამოტოვებს. შვეიცარიელი ჩოგბურთელი აცხადებს, რომ ურჩევნია, მთელი კონცენტრაცია თიხნარის სეზონისკენ მიმართოს.

“სამწუხაროდ, ინდიან უელსსა და მაიამიში ვერ ვითამაშებ. რთული ოპერაციის შემდეგ დაბრუნება ძალიან ძნელია. ჩემი გუნდის წევრებს ვესაუბრე და გადავწყვიტეთ, რომ უმჯობესია, ვივარჯიშო,” - განაცხადა 32 წლის ვავრინკამ, რომელმაც მუხლის მძიმე ოპერაცია გადაიტანა.

“მოთმინება უნდა ვიქონიო. ორგანიზმს დრო უნდა მივცე - ეს აუცილებელია. ჩემი მიზანი თიხნარზე დაბრუნებაა,” - დასძინა ვავრინკამ, რომელმაც ბოლოს მარსელის ტურნირზე იასპარეზა და მერვედფინალში დანებდა.

► ნადალს ძლიერი ტკივილები აქვს - რაფას გულშემატკივრები უკვე ნერვიულობენ

► როგორ დაბრუნდა ფედერერი - 36 წლის და კვლავ მწვერვალზე

კომენტარები

ბოლო ამბები