Thumbnail

'დღეს ეს ოცნება ახდა' - ანსუ ფატის დუბლი და რეკორდი ლა ლიგაში

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ბარსელონას ახალგაზრდა გარემარბმა ლევანტესთან დუბლი შეასრულა
  • 17 წლის ფეხბურთელი თანაგუნდელებსა და მწვრთნელს ემადლიერება

ესპანეთის ჩემპიონატის 22-ე ტურში ბარსელონამ ლევანტე ანსუ ფატის დუბლის წყალობით დაამარცხა - 2:1. კატალონიური გუნდის ახალგარდა გარემარბმა გოლები 30-ე და 31-ე წუთებზე, ლიონელ მესის პასებით შეაგდო. 

ანსუ ფატი, რომელიც "კამპ ნოუზე" გამართული მატჩის დღეს 17 წლისა და 94 დღის იყო, ესპანეთის ჩემპიონატში XX| საუკუნეში დუბლის ყველაზე ახალგაზრდა ავტორი გახდა.

ფეხბურთელმა თამაშის შემდეგ თავის წარმატებაზე ისაუბრა:

"ყოველთვის ვოცნებობდი ამ მომენტზე და დღეს ის დადგა. მსურს მადლობა გადავუხადო ჩემს თანაგუნდელებსა და მწვრთნელს, რომელმაც შესაძლებლობა კიდევ ერთხელ მომცა. ნელ-ნელა ვიჯერებ იმას, რაც ჩემს თავს ხდება.

მიღწევის შესახებ სულ ახლახან მითხრეს. მსურს, კიდევ გავაუმჯობესო თამაში და გამოვიყენო შანსი.

მესის თამაშს თვალყურს წლების განმავლობაში ვადევნებდი, მის გვერდით თამაში კი ოცნებაა. ჩემმა თანამგუნდელებმა ყველაფერი გააკეთეს, რათა ადაპტაცია იოლად გამევლო. ამისთვის მადლობა მათ".

ანსუ ფატიმ ორივე გოლი ლიონელ მესის პასით გაიტანა

მიმდინარე სეზონში ფატიმ ლა ლიგის 13 მატჩში ითამაშა, გაიტანა 4 გოლი და მიითვალა ერთი შედეგიანი პასი. 

ლევანტესთან გამარჯვების შემდეგ, კიკე სეტიენის გუნდმა 46 ქულა დააგროვა და პრიმერას სატურნირო ცხრილში მეორე ადგილს იკავებს. პირველზე მადრიდის რეალია 49 ქულით. მომდევნო ტურის შეხვედრას კიკე სეტიენის გუნდი 9 თებერვალს, სტუმრად ბეტისთან ჩაატარებს.

კომენტარები

ბოლო ამბები