Thumbnail

ლომიძის პირველი ლელო იტალიაში – ლაშას ლაციო ისევ ბოლო ადგილზეა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ქართველმა მორაგბემ შეუცვლელად ითამაშა
  • ლაშა ლომიძე რომში პირველ სეზონს ატარებს

27 წლის ქართველმა მორაგბე ლაშა ლომიძემ იტალიური ლაციოს მაისურით პირველი ლელოს დადება მოახერხა.

🔵 M A T C H D A Y 🏟 Stadio "Beltrametti" - Piacenza ⏰ Ore 15 💻 Facebook FIR 💪 #AVANTILAZIO

Posted by S.S. Lazio Rugby 1927 - Il primo XV in Italia on კვირა, 02 თებერვალი, 2020

რომაელები იტალიური TOP 12-ს მე-10 ტურში უშუალო კონკურენტ სიტავ რაგბი ლაიონსს ესტუმრნენ და 18:19 წააგეს.

ქართველმა მეორეხაზელმა პიაჩენცელთა წინააღმდეგ შეუცვლელად ითამაშა, შედეგიანი შეტევა კი 69-ე წუთზე განახორციელა.

ლაციო მიმდინარე სეზონში წარმატებულად ნამდვილად ვერ თამაშობს და ერთადერთი მოგებით ბოლო ადგილზე იმყოფება, მომდევნო მატჩს კი 8 თებერვალს, შინ, ვიადანასთან გამართავს.

შეგახსენებთ, რომ ლომიძის უცხოური კარიერა 2012 წელს ფრანგულ მონპელიეში დაიწყო, შემდეგ კი, მას ბეზიეში (საფრანგეთი), კრასნი იარში (რუსეთი), ლონდონ აირიშში (ინგლისი), ორილიაკსა (საფრანგეთი) და დონკასტერში (ინგლისი) უთამაშია.

კომენტარები

ბოლო ამბები