Thumbnail
  • გრანდ სლემის გამარჯვებული და ფანთა გულთამპყრობელი.
  • გთავაზობთ თებერვლის TOP-5 ქართულ მოვლენას POPSPORT-ის ვერსიით.

სანამ თებერვალზე გადავალთ, გავიხსენოთ, რომელი მოვლენები შევარჩიეთ ინავრის თვეში...

► იანვრის TOP 5 მოვლენა ქართულ სპორტში

1. გრანდ სლემი - ოქრო და ბრინჯაო

ვარლამ ლიპარტელიანი (ძიუდო)

ვარლამ ლიპარტელიანმა დიუსელდორფის გრანდ სლემი მოიგო

ლიპარტელიანი ქართველი ვარსკვლავებიდან ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური სპორტსმენია. თებერვალში მან ბრწყინვალედ იჭიდავა გრანდ სლემის ორ ტურნირზე. თუკი პარიზში 10-11 თებერვალს მან ბრინჯაოს მედალი იკმარა, 24-25-ში დიუსელდორფის გრანდ სლემი მისთვის ტრიუმფული გამოდგა - მეოთხედ იმარჯვა გერმანიაში. ლიპარტელიანმა ხუთივე ორთაბრძოლა ვადამდე მოიგო. 

პარიზში სულ 4 მედალი მოვიპოვეთ, ლიპარტელიანის გარდა ბრინჯაო ნუგზარ ტატალაშვილმა დაისაკუთრა, ვერცხლი კი ლაშა შავდათუაშვილმა და ბექა ღვინიაშვილმა მოიგეს.

დიუსელდორფში ლიპარტელიანს მხარი მხოლოდ ლუხუმ ჩხვიმიანმა (ბრინჯაო) აუბა.

► ვარლამ ლიპარტელიანმა დიუსელდორფის გრანდ სლემი მოიგო და წონის ლიდერია

► ტატალაშვილმა და ლიპარტელიანმა პარიზში ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს

2. ნულზე - ეს უკვე აღარ არის ჩვენი დონე

საქართველოს სარაგბო ნაკრები
 

საქართველო-ბელგია 47:0

დაიწყო რაგბი ევროპის ჩემპიონატი და გამოჩნდა, რომ "ბორჯღალოსნები" ამ ტურნირსთვის უკვე "გადაიზარდნენ" და ექვს ერში თამაშზე ტყუილად არ აქვთ ამბიციები. პირველ ტურში, რომელიც 10 თებერვალს ქუთაისში გაიმართა, ქართველმა მორაგბეებმა 47:0 გადაურბინეს ბელგიას. 17-ში კი უარეს დღეში გერმანია ჩააგდეს, ოფენბახში 64:0 (!) მოუგეს. 

► ბორჯღალოსნებმა გერმანიაც გაანადგურეს, ათი ლელო ოფენბახში - 64:0

► საქართველომ რაგბი ევროპა ბელგიის განადგურებით დაიწყო - 47:0

3. მოგება და წაგება გაჭირვებაში

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები

მაიკლ დიქსონი ორივე მატჩში საუკეთესო იყო ნაკრებში

მსოფლიოს თასის საკვალიფიკაციო მატჩებს საქართველოს ნაკრები უკიდურესად ცუდ ვითარებაში შეხვდა - ევროლიგის გუნდებმა კვლავ არ გამოუშვეს ჩვენი ტოპვარსკვლავები თორნიკე შენგელია და გიორგი შერმადინი. სხვა მოწინავე კალათბურთელებმა გამოჯანმრთელება ვერ მოასწრეს. მეტიც, თებერვალში ტრავმა მიიღო კაპიტანმა მანუჩარ მარკოიშვილმა, ხოლო ავსტრიასთან მატჩში ისევ დაიმტვრა გიორგი ცინცაძე.

ამის მიუხედავად, ილიას ზუროსის გუნდმა პროგრამა-მინიმუმი მაინც შეასრულა - ავსტრიას სტუმრად 78:64 მოუგო და მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გასვლის ფავორიტი გახდა. სამწუხაროდ, შინ გერმანიასთან ვეღარ ვივარგეთ - 77:87. ორივე თამაშში გუნდში საუკეთესო მაიკლ დიქსონი იყო. 

► საქართველო გერმანიასთან 10 ქულით დამარცხდა - დიქსონის 26 ქულა საკმარისი არ იყო

► პირველი მოგება - საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ავსტრიაში გაიმარჯვა

4. მთავარია მონაწილეობა?

ოლიმპიადა 2018

მორის ყვითელაშვილმა თავისუფალი პროგრამა აშკარად ჩააგდო

სწორედ ასეთი იყო ლოზუნგი ოლიმპიურ თამაშებზე და წლებია, ზამთრის ოლიმპიადაზე ქართული დელეგაციაც ამ ლოზუნგს მიყვება. კორეულ პიონჩანში 4 ქართველი სპორტსმენი გამოვიდა - მათ კორეაში ხმაური არ გამოუწვევიათ, თუმცა ეს წინასწარ ვიცოდით.

იასონ აბრამაშვილის საუკეთესო მიღწევა 28-ე ადგილია, ნინო წიკლაურის - 39-ე, მორის ყვითელაშვილის - 24-ე, გიორგი სოღოიანმა - 32-ე. ზოგიერთი მათგანი ამით კმაყოფილი დარჩა, ზოგი - არა, მაგრამ რამენად კმაყოფილები არიან ფანები?

► იასონ აბრამაშვილის 28-ე ადგილი - ქართველებმა ზამთრის ოლიმპიადა დაასრულეს

► მთავარია მონაწილეობა - მორის ყვითელაშვილის 24-ე ადგილი და უბადლო იაპონია

► ნინო წიკლაურის პირადი რეკორდი და შვედი ჰანსდოტერის ტრიუმფი სლალომში

► სოღოიანი 30-ეულს მიღმა - ოქრო ავსტრიელმა გლაიშერმა მოიგო!

5. ქართული მარგალიტი ბელგიაში

გიორგი ჩაკვეტაძე (ფეხბურთი)

გიორგი ჩაკვეტაძე მალევე გახდა ფანების ფავორიტი

ეს ჩვენი სიტყვები სულაც არ არის - ბელგიური მედიის მიმოხილვიდან "ვისესხეთ" - 18 წლის ჩაკვეტაძე უკვე გახდა გენტის ფანების ფავორიტი და ქართული ფეხბურთის გულშემატკივრების მთავარი იმედი. ისევ მედიას თუ მოვიშველიებთ, ჩაკვეტაძით უკვე ისეთი კლუბია დაინტერესებული, როგორიც ტოტენჰემია.

ახლახან მან ბრწყინვალე საგოლე პასით გენტს მოაგებინა, ჩაკვეტაძე კი ტურის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელეს. თებერვალში კი მას კიდევ ერთი აღიარება ეწვია - მისი პირველი გოლი ფანებმა წინა თვის საუკეთესო გოლად დაასახელეს ჩემპიონატში.

► ის ჩვენი მომავალი ათიანია | გენტი გიორგი ჩაკვეტაძეს 15 მილიონ ევროდაც არ გაყიდის

► გიორგი ჩაკვეტაძის პირველი საგოლე პასი ბელგიაში

ტოპხუთეულში არ მოხვდა თუმცა ამ ქართულ მოვლენებში ასევე გამოვყოფთ:

პლუს ნიშნით

საქართველო-ისრაელი 12:1

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო პლეი ოფში 12:1 გაანადგურა ისრაელი და ევროპის ჩემპიონატის საგზური თითქმის გაინაღდა.

თორნიკე შენგელია კვლავ ბრწყინვალედ თამაშობს ბასკონიას შემადგენლობაში, მან თებერვალში 2-ჯერ შეასრულა ორმაგი დუბლი ევროლიგაზე, კოპა დელ რეიზე კი ბარსას 30 ქულა (!) ჩაუგდო.

საქართველოს ჩემპიონმა ქუთაისის ტორპედომ კიდევ ერთი ტიტული მოიგო - სუპერთასი. გუნდი აგებდა ჩიხურასთან, მაგრამ ბოლო წუთებზე შეძლო გამარჯვება - 2:1.

კიევის საერთაშორისო ტურნირზე ქართველმა მოჭიდავეებმა ჯამში 11 მედალი მოიპოვეს, ხოლო ლევან ქავჟარაძე და შმაგი ბოლქვაძე სულაც ჩემპიონები გახდნენ.

საქართველოს ჩოგბურთელ ქალთა ნაკრებს გაუჭირდა ფედერაციის თასზე, მაგრამ ზონაში ადგილის შენარჩუნება მაინც შეძლო ავსტრიასთან გადამწყვეტი მატჩის მოგებით.

ნინო ბაციაშვილმა საქართველოს 75-ე პირველობა მოიგო და მსოფლიო რეიტინგში ათეულში შევიდა (მე-9 ადგილზეა).
ლევან გორგაძემ (ტოჩინოშინი) კიდევ ერთხელ გაგვახარა - ტოკიოს ერთდღიანი ტურნირი მოიგო, შემდეგ კი მას სეკივაკეს წოდება მიანიჭეს.

როგორც იქნა, გვაღირსა ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ და დაასახელა მსოფლიოს საუკეთესო ძალოსანი 2017 წელს - რა თქმა უნდა, ლაშა ტალახაძე.

WTA-ს წყვილთა თანრიგში ოქსანა კალაშნიკოვამ ტაივანის საერთაშორისო ტურნირის ფინალში ითამაშა.

მსოფლიო რაგბის ჟურნალმა მიხეილ ნარიაშვილი პლანეტის 100 საუკეთესო მორაგბეს შორის 23-ე პოზიციაზე დაასახელა.

მინუს ნიშნით

ნიკოლოზ ბასილაშვილმა ნაკრებს მაროკოში ვერ უშველა

დევისის თასზე საქართველოს ნაკრებმა მაროკოსთან ლამის უბრძოლველად წააგო.

ნიკოლოზ ბასილაშვილმა ATP-ის ტურზე ყველა შეხვედრა დათმო ერთეულებში.

ჩვენმა წყალბურთელებმა ევროპის თასზე წარუმატებლად ითამაშეს, მხოლოდ ერთი ფრე, დანარჩენი მატჩები კი დათმეს. თუმცა ნაკრებს ის ამართლებს, რომ ამ ტურნირს ჩვენთვის ისრაელთან მზადების დატვირთვა უფრო ჰქონდა. 

გაუაზრებელ ნაბიჯი სფფ-ისგან ჯერ დანიშნული ამხანაგური მატჩი აზერბაიჯანთან (ფიფას ფანჯრის გარეთ) და შემდეგ გაუქმებული. თავად ვლადიმირ ვაისიც გაკვირვებული დარჩა.

ინციდენტი საქართველოს სუპერთასის შემდეგ, რომელშიც სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტი მონაწილეობდა.

სასტიკი ჩხუბი დიდი 10-ის ჩემპიონატში ხარებისა და არმაზის მატჩში.

კომენტარები

ბოლო ამბები