Thumbnail

'მე პრემიერლიგა პირველსავე სეზონში მოვიგე’ - კონტე კლოპსა და გვარდიოლაზე

  • კონტემ ინგლისში შეძლო ის, რაც ვერ შეძლეს გვარდიოლამ და კლოპმა
  • 50 წლის იტალიელი სპეციალისტი თავისი მიღწევით ძალიან ამაყობს 

მილანის ინტერის მთავარ მწვრთნელს ანტონიო კონტეს შეუძლია იამაყოს იმით, რომ იურგენ კლოპისა და ხოსეპ გვარდიოლასგან განსხვავებით, ინგლისში მუშაობის პერიოდში წარმატებას პირველსავე სეზონში მიაღწია. 

შეგახსენებთ, რომ 50 წლის იტალიელი სპეციალისტი 2016-18 წლებში ლონდონის ჩელსის წვრთნიდა, 2019 წლიდან კი მილანის ინტერის მთავარი მწვრთნელია.

"ჩელსიში მუშაობის პირველ სეზონში მე ინგლისის პრემიერლიგის ჩემპიონი გავხდი. მეორე წელს ინგლისის თასის მოგება შევძელი. კლოპს ინგლისში ტიტული აქამდე არ მოუგია, მიუხედავად იმისა, რომ იქ ოთხი კამპანია ჩაატარა. გვარდიოლამ მანჩესტერ სიტიში პირველ სეზონში ვერცერთი ტიტული მოიგო", - ამბობს იტალიელი სპეციალისტი.

ლივერპულის თავკაცი პრემიერლიგის მოგებასთან ძალიან ახლოსაა

იურგენ კლოპი ლივერპულს 2015 წლიდან წვრთნის. 52 წლის გერმანელმა სპეციალისტმა მერსისაიდელებს სამი ტიტული მოაგებინა - ჩემპიონთა ლიგა (2018/19), უეფას სუპერთასი (2019) და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი (2019). კლოპი ინგლისში პირველი ტიტულის მოგებასთან ახლოსაა - ლივერპული პრემიერლიგას 73 ქულით ლიდერობს და უახლოეს მდევარ მანჩესტერ სიტის უკვე 22 ქულით უსწრებს.

გვარდიოლამ სიტი ინგლიის ჩემპიონი ზედიზედ ორჯერ გახადა

ხოსეპ გვარდიოლა მანჩესტერ სიტიში 2016 წლიდან მუშაობს. 49 წლის ესპანელმა სპეციალისმა პრემიერლიგა ზედიზედ ორჯერ, 2017/18 და 2018/19 წლებში მოიგო. 

ანტონიო კონტე მილანის ინტერთან ერთად იტალიის ჩემპიონობისთვის იბრძვის. 22 ტურის შემდეგ, ნერაძურის 51 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მხოლოდ ტურინის იუვენტუსს (54) ჩამორჩება.

კომენტარები

ბოლო ამბები