Thumbnail

რუსეთის სახელით მოასპარეზე მოკრივე გიორგი ყუშიტაშვილი დააკავეს

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • გიორგი ყუშიტაშვილი მოსკოვში დააკავეს
  • აღნიშნულ ფაქტს საქართველოს კრივის ფედერაციის პრეზიდენტი გამოეხმაურა
  • დავით წიკლაურის თქმით, გიორგი ყუშიტაშვილი საქართველოს სახელით გეგმავდა გამოსვლას

რუსული მედია იუწყება, რომ რუსეთის სახელით მოასპარეზე მოკრივე გიორგი ყუშიტაშვილი მოსკოვში ნარკოტიკული ნივთიერების აღების ფაქტზე დააკავეს. ყუშიტაშვილი სამართალდამცველს არ დაემორჩილა და მას ცხვირი გაუტეხა.

აღნიშნულ ფაქტს საქართველოს კრივის ფედერაციის პრეზიდენტი, დავით წიკლაური გამოეხმაურა. მთავარი არხისთვის გაკეთებულ კომენტარში, წიკლაურმა განაცხადა რომ გიორგი ყუშიტაშვილი სალიცენზიო ტურნირზე საქართველოს სახელით გეგმავდა გამოსვლას. კრივის ფედერაციის პრეზიდენტი გამორიცხავს სპორტსმენის კავშირს ნარკოტიკებთან და ამბობს, რომ გიორგიმ ნარკოლოგიური ტესტი ერთი კვირის წინ ჩააბარა. 

დავით წიკლაურის თქმით, გიორგი ყუშიტაშვილი 2015 და 2018 წლებში რუსეთის სამოყვარულო კრივის ჩემპიონი გახდა.

კომენტარები

ბოლო ამბები