Thumbnail
  • 30 წლის ჩილელ ნახევარმცველს იტალიაში დაბრუნების შანსი გამოუჩნდა.
  • ვიდალის გადასაბირებლად ზაფხულში მილანი და ინტერი იბრძოლებენ.

მიუნხენის ბაიერნის ნახევარმცველის არტურო ვიდალის ტრანსფერით ერთბაშად ორი იტალიური კლუბი ინტერესდება. Tuttosport-ის ინფორმაციით, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ჩილელი ფეხბურთელის გადაბირებისთვის მილანი და ინტერი იბრძოლებენ.

ვიდალს ბაიერნთან კონტრაქტი 2019 წლის ივნისამდე აკავშირებს.

მიუნხენელებმა წინასწარ გამოაცხადეს ლეონ გორეტცკას ტრანსფერის შესახებ, რომელიც შალკეს სეზონის დასრულების შემდეგ დატოვებს და რეკორდმაისტერში გადაბარგდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ბაიერნი შუა ხაზს აახალგაზრდავებს და 30 წლის ჩილელს გუნდის დატოვება კონტრაქტის ამოწურვამდეც შეეძლება. 

თავად ვიდალი იტალიაში დაბრუნების წინააღმდეგი არაა, მისთვის კარიერის გასაგრძელებლად პრიორიტეტული კი ის გუნდი იქნება, რომელიც მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაში ასპარეზობის უფლებას მოიპოვებს.

არტურო ვიდალი 2011-2015 წლებში ტურინის იუვენტუსის ღირსებას იცავდა.

მიმდინარე სეზონში ფეხბურთელმა ბუნდესლიგის 19 მატჩში ითამაშა, გაიტანა 6 გოლი  და შეასრულა 2 საგოლე პასი.

კომენტარები

ბოლო ამბები