Thumbnail

ლობჟანიძის მიღწევა - ქართველმა მორაგბემ ჯორჯ ნორსის რეკორდი მოხსნა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ვასილ ლობჟანიძემ ეროვნული ნაკრების კვართით 50-ე მატჩი ჩაატარა
  • ქართველმა მორაგბემ უელსელი ჯორჯ ნორსის რეკორდი გააუმჯობესა

საქართველოს მორაგებთა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველ ტურში რუმინეთს 41:13 მოუგო და რაგბი ევროპის გათამაშებას ლიდერობს.

საქართველოს ნაკრების ცხრა ნომერმა, ვასილ ლობჟანიძემ ეროვნული ნაკრების კვართით 50-ე მატჩი ჩაატარა, რითაც ის გახდა ყველაზე ახალგაზრდა მორაგბე მსოფლიოში, რომელმაც ეროვნული ნაკრების მაისურით 50 მატჩი ჩაატარა. ლობჟანიძემ უელსელი ჯორჯ ნორსის რეკორდი მოხსნა.

''ვასკამ'' 50 მატჩის ჩატარება 23 წლისა და 110 დღის ასაკში მოახერხა, რაც ჯორჯ ნორსმა 23 წლისა და 138 დღის ასაკში შეძლო.

კომენტარები

ბოლო ამბები