Thumbnail
  • რაგბი ევროპას გათამაშებას საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებები ლიდერობენ
  • ''ბორჯღალოსნების'' მომდევნო მეტოქე ესპანეთის ნაკრები იქნება

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა რაგბი ევროპის პირველ ტურში რუმინეთს მოუგო და გათამაშების ლიდერია. ''ბორჯღალოსნებმა'' მეტოქეს 6 ლელო დაუდეს და ბონუს ქულა მოიპოვეს.

📋 მეტი ამ თემაზე:

საქართველოს ნაკრებს 5 ქულა აქვს და გათამაშებას ესპანეთის ნაკრებთან ერთად ლიდერობს, რომელსაც ასევე 5 ქულა აქვს, თუმცა ''ბორჯღალოსნება'' ბურთების სხვაობა უკეთესი აქვთ. შესაბამისად, პირველ ადგილზე საქართველოს მორაგბეთა ნაკრებია.

ესპანელებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველ ტურში რუსეთს სტუმრად მოუგეს - 31:14. ''ლომებმა'' ბონუსქულაც მოიპოვეს და მომდევნო ტურში, მადრიდში, საქართველოს ნაკრებს უმასპინძლებენ.

რაგბი ევროპის პირველი ტურის მატჩი პორტუგალიის ნაკრებმაც მოიგო. მათ ბელგიის ნაკრებს 23:17 სძლიეს და მე-3 ადგილზე არიან.

რაგბი ევროპის ჩემპიონატის მე-2 ტურში საქართველო ესპანეთს ესტუმრება, რუმინეთი პორტუგალიაში ჩავა, ხოლო ბელგია რუსეთს უმასპინძლებს.

კომენტარები

ბოლო ამბები