Thumbnail
  • დანიელ მალდინის დებიუტი მილანში
  • მამისგან და ბაბუგისგან განსხვავებით დანიელი შემტევია...

დღეს ვერონასთან საშინაო მატჩის მიწურულს, 93 წუთზე მილანის შემადგენლობაში - დანიელ მალდინი გამოჩნდა, რითიც მისი ბაბუის - ჩეზარე მალდინის 1954 წელს დაწყებული ტრადიცია გაგრძელდა.

ჩეზარეს შემდეგ (მილანი 1954-66) მილანში მისმა შვილმა, ფეხბურთის ლეგენდამ - პაოლო მალდინიმ ითამაშა და გუნდთან ერთად იმდენი ტიტული მოიგო, რომ ამის ჩამოსაწერად შეიძლება ეს გვერდი არ გვეყოს.

დღეს კი პაოლოს შვილმა - დანიელმა, რომელიც მამის და ბაბუისგან განსხვავებით (ორივე მცველი) შემტევი სტილის მოთამაშეა. 18 წლის დანიელ მალდინიმ 93-ე წუთზე სამუ კასტილიეხო შეცვალა, მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა.

კომენტარები

ბოლო ამბები