Thumbnail

'მე უბრალოდ ფეხბურთს ვთამაშობ' - ნეიმარი უცნაურ გაფრთხილებას გამოეხმაურა

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • უცნაური შემთხვევა საფრანგერთის ჩემპიონატის 22-ე ტურის შეხვედრაში
  • მსაჯმა ნეიმარი თითქოს მხოლოდ იმიტომ დასაჯა, რომ მან ფინტი გააკეთა

უცნაური შემთხვევა მოხდა საფრანგერთის ჩემპიონატის 22-ე ტურის შეხვედრაში, რომელშიც პარი სენ ჟერმენმა მონპელიეს უმასპინძლა და 5:0 დაამარცხა. მატჩის 38-ე წუთზე, არბიტრმა ჟერომ ბრიზარმა ნეიმარს ყვითელი ბარათი უჩვენა. ისე ჩანდა, რომ ბრაზილიელი ფინტის გაკეთების გამო გააფრთხილეს - თითქოს მსაჯს მოეჩვენა, რომ ნეიმარის ფინტი დამამცირებელი იყო მეტოქე გუნდისთვის.

სინამდვილეში, ნეიმარი უფრო მსაჯთან კამათის გამო იქნა გაფრთხილებული - არბიტრი მას მოუწოდებდა, თამაში სწრაფად განეახლებინა. ნეიმარმა ინსტაგრამზე ფოტო გამოაქვეყნა მინაწერით: ‘მე უბრალოდ ვთამაშობ ფეხბურთს’. ფოტოზე ნეიმარი ახალი იმიჯითაა: ბრაზილიელმა თმები ვარდისფრად შეიღება. 

კომენტარები

ბოლო ამბები