Thumbnail
  • დომინიკ ტიმი 4:6, 6:4, 6:2, 3:6, 4:6 ნოვაკ ჯოკოვიჩი
  • ‘ნოლემ’ დიდი სლემის ტურნირი მეჩვიდმეტედ მოიგო

ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღია პირველობაზე უბრალოდ შეუჩერებელია, რაც სერბმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა!

წლის პირველი დიდი სლემის ტურნირის ფინალში ‘ნოლემ’ მერვედ ითამაშა და ტურნირი მერვედ მოიგო. ჯოკოვიჩმა ფინალში ავსტრიელი დომინიკ ტიმი 6:4, 4:6, 2:6, 6:3, 6:4 დაამარცხა და 4,12 მილიონ ავსტრალიურ დოლარს მიიღებს, რაც დაახლოებით 2,5 მილიონი ევროა. გარდა ამისა, ორშაბათიდან ჯოკოვიჩი ისევ მსოფლიოს ნომერ პირველი ჩოგანი გახდება!

ფინალი, რომელიც 4 საათი გაგრძელდა, დაძაბული და დრამატული, 5-სეტიანი იყო. ჯოკოვიჩმა პირველივე მატჩპოინტი გამოიყენა, რიგით მე-17 დიდი სლემი მოიგო და კიდევ უფრო მიუახლოვდა რაფაელ ნადალს (19 დიდი სლემი), რომელსაც მეოთხედფინალში ტიმმა მოუგო და როჯერ ფედერერს, რომელსაც 20 დიდი სლემი აქვს მოგებული.

აღსანიშნავია, რომ ბოლო 13 დიდი სლემი ან ჯოკოვიჩს აქვს მოგებული, ან ნადალს, ანაც ფედერერს. უკანასკნელი, ვინც დიდი სლემის ტურნირი მოიგო და ამ სამეულში არ არის, სტენ ვავრინკაა (2016 წლის აშშ-ის ღია პირველობა).

მეორე სეტში ჯოკოვიჩმა მსაჯის მიმართ უკმაყოფილება ვერ დამალა და არასპორტულ საქციელით გამოირჩა. სეტის ბოლოს, არბიტრთან გავლის დროს მან მსაჯს ფეხსაცმელზე ხელი დაადო და თქვა: “დღეს შენ ცნობილი გახდი. ყოჩაღ!”

კომენტარები

ბოლო ამბები