Thumbnail

UPDATE: მსოფლიოს მეორე ჩოგანმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში მსაჯის მიმართ უკმაყოფილება ვერ დამალა და არასპორტულ საქციელით გამოირჩა.

ავსტრიელ დომინიკ ტიმთან მატჩის მეორე სეტის ბოლოს, არბიტრთან გავლის დროს მან მსაჯს ფეხსაცმელზე ხელი დაადო და თქვა: “დღეს შენ ცნობილი გახდი. ყოჩაღ!”

მანამდე, მთავარმა მსაჯმა სერბი ჩოგბურთელი ორჯერ გააფრთხილა იმის გამო, რომ ჩაწოდებისთვის განკუთვნილ დროს გადააჭარბა.

ჯოკოვიჩმა ფინალში ავსტრიელი დომინიკ ტიმი 6:4, 4:6, 2:6, 6:3, 6:4 დაამარცხა და 4,12 მილიონ ავსტრალიურ დოლარს მიიღებს, რაც დაახლოებით 2,5 მილიონი ევროა. გარდა ამისა, ორშაბათიდან ჯოკოვიჩი ისევ მსოფლიოს ნომერ პირველი ჩოგანი გახდება!

კომენტარები

ბოლო ამბები