Thumbnail

ქვილითაიას ასისტი, ჩაკვეტაძის საგოლე კომბინაცია - გენტმა დამაჯერებლად მოიგო

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • მეხელენი 0:3 გენტი
  • გიორგი ჩაკვეტაძემ გიორგი ქვილითაია შეცვალა

ბელგიის ჟუპილერლიგის 24-ე ტურში გიორგი ჩაკვეტაძისა და გიორგი ქვილითაიას გენტმა სტუმრად მეხელენს მოუგო 3:0. გენტი 48 ქულით მეორე ადგილზეა.

ქვლითაია სასტარტო შემადგენლობაში იყო, რომელმაც 50-ე წუთზე კანადელ დევიდს საგოლე პასი გაუკეთა. 76-ე წუთზე ქვილითაია ჩაკვეტაძემ შეცვალა.

ტრავმამოშუშებული ჩაკვეტაძე ნელნელა შედის ფორმაში, გენტმა მესამე გოლი მისი წამოწყებული კომბინაციით გაიტანა. ეს მე-4 კომპენსირებულ წუთზე მოხდა.

კომენტარები

ბოლო ამბები