Thumbnail

ჩემპიონებმა ღირსეულად დაიწყეს - უელსმა იტალია გაანადგურა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • უელსი 42:0 იტალია
  • უელსელებმა აძურას 6 ლელო დაუდეს

6 ერის პირველი მატჩი 'პრინსიპალითი სტედიუმზე' გაიმართა, სადაც უელსმა იტალიას უმასპინძლა და მეტოქე 42:0 გაანადგურა. უელსელებმა ბონუს ქულაც მოიპოვეს. მათ მეტოქეს 6 ლელო დაუდეს - სამი პირველ ტაიმში და სამიც მეორე ნახევარში.

ჯოშ ადამსმა საოცარი მატჩი ჩაატარა. მან 3 ლელოს დადება მოახერხა. უელსის ნაკრები ამ დროისთვის 6 ერს ლიდერობს. მათი მომდევნო მეტოქე ირლანდიის ნაკრები იქნება.

უელსი: ლელო - ადამსი (17, 29, 80), ტომპკინსი (57), ნორსი (75). გარდასახვები - ბიგარი (30, 60), ჰალფპენი (76, 80). ჯარიმები - ბიგარი (3,10, 15)

მატჩის მიმოხილვა 📺

კომენტარები

ბოლო ამბები