Thumbnail

საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის პირველ შესარჩევ ეტაპზე გამოსვლა 100%-იანი შედეგით დაასრულა, ჯგუფში სამივე მატჩი მოიგო და მომდევნო ეტაპზე თამაშის უფლება პირდაპირ მოიპოვა.

ავთანდილ ასათიანის შეგირდება F ჯგუფში ბოლო, მესამე შეხვედრა კოსოვოსთან ჩაატარეს და.დიდი ანგარიშით გაიმარჯვეს. თბილისის ოლიმპიურ სასახლეში მასპინძლებმა პირველივე წუთებიდან შეძლეს უპირატესობის მოპოვება და მეტოქეს მცირე შანსიც კი არ მისცეს.

პირველ ტაიმში დუბლით არჩილ სებისკვერაძე გამოირჩა, ერთი გოლი კი სიმი საიოტიმ შეაგდო და საქართველოს ნაკრები შესვენებაზე სამბურთიანი უპირატესობით გავიდა.

ფუტსალი | საქართველო 6:1 კოსოვო

ფუტსალი | საქართველო 6:1 კოსოვო

ფუტსალი | საქართველო 6:1 კოსოვო

ფუტსალი | საქართველო 6:1 კოსოვო

ფუტსალი | საქართველო 6:1 კოსოვო

ფუტსალი | საქართველო 6:1 კოსოვო

ფუტსალი | საქართველო 6:1 კოსოვო

ფუტსალი | საქართველო 6:1 კოსოვო

ფუტსალი | საქართველო 6:1 კოსოვო

ფუტსალი | საქართველო 6:1 კოსოვო

ფუტსალი | საქართველო 6:1 კოსოვო

მეორე ტაიმის დასაწყისში ნიკოლოზ კურტანიძემ შეაგდო. ამის შემდეგ კი სტუმრებმაც შეძლეს საქართველოს ნაკრების მეკარისთვის, ზვიად კუპატაძისთვის გატანა. ამას 3-წუთიან პერიოდში ორი გოლი მოჰყვა - სებისკვერაძემ და თალესმა თამაშს ინტრიგა პრაქტიკულად დაუკარგეს და დარჩენილ დროში ანგარიში აღარც შეცვლილა.

📺 საქართველო 6:1 კოსოვო

#ფუტსალი � საქართველო - კოსოვო

#ფუტსალი ⚽️ საქართველო 🇬🇪🇽🇰 კოსოვო, ევროპის ჩემპიონატის 🏆შესარჩევი ეტაპი #LIVE

Posted by პირველი არხი on შაბათი, 01 თებერვალი, 2020

საქართველო 6:1 კოსოვო

გოლები: 1:0 სებისკვერაძე (2'), 2:0 საიოტი (8'), 3:0 სებისკვერაძე (18'), 4:0 კურტანიძე (26'), 4:1 მაჯარაი (28'). 5:1 სებისკვერაძე (29'), 6:1 თალესი (30').

საქართველო (სასტარტო): კუპატაძე (მ, კ), რონინიო, საიოტი, თალესი, სებისკვერაძე.

საქართველო (სათადარიგოები): ჯამბურია (მ), გიორგაია, თოფურია, ჯვარაშვილი, თოდუა, კურტანიძე, ღავთაძე, ჭუმბურიძე.

ფუტსალის ევრო 2022-ის პირველი შესარჩევი ეტაპის F ჯგუფს თბილისის ოლიმპიურმა სასახლემ უმასპინძლა. საქართველოს ნაკრებმა მანამდე ავსტრიასა (9:2) და გერმანიას (3:1) აჯობა. ბოლო ტურში გერმანიამ დაძაბულ ბრძოლაში ავსტრიას სძლია (4:3) და ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა.

F ჯგუფი

1. საქართველო (9 ქულა)
2. გერმანია (6)
3. კოსოვო (3)
4. ავსტრია (0)

ფუტსალის ევროპის 2022 წლის ჩემპიონატი ნიდერლანდებში გაიმართება და მასში კონტინენტის 16 საუკეთესო ნაკრები იასპარეზებს. ფინალურ სტადიაზე მოსახვედრად კი 32 ნაკრები, მათ შორის საქართველო, მეორე საკვალიფიკაციო ჯგუფურ ეტაპზე იბრძოლებს. ამ ეტაპის წილისყრა 2020 წლის 14 მაისს ნიონში ჩატარდება, მატჩები კი 2021 წლის თებერვალში, აპრილსა და სექტემბერში გაიმართება. 

კომენტარები

ბოლო ამბები