Thumbnail
  • დავიდ ალაბამ დომინიკ ტიმს ფინალში წარმატება უსურვა
  • ტიაგო ალკანტარა თანაგუნდელს გაეხუმრა

ავსტრალიის ღია პირველობა დასასრულს მიუახლოვდა. ფინალში დომინიკ ტიმი ნოვაკ ჯოკოვიჩს შეხვდება.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს?

  • ნოვაკ ჯოკოვიჩი
  • დომინიკ ტიმი

ავსტრიელი ჩოგბურთელი თანამემამულე დავიდ ალაბამ გაამხნევა, რომელმაც ტვიტერზე ტიმის ფოტო გამოაქვეყნა და დააწერა, რომ დიდი მატჩი გველის და ტიმმა ტიტულისთვის უნდა იბრძოლოს.

ალაბას თანაგუნდელი ტიაგო ალკანტარა გამოეხმაურა: "კარგი რა, ცხოვრებაში ჩოგბურთი არ გინახავს".

ალაბამ ალკანტარა უპასუხოდ არ დატოვა და შეახსენა, რომ ნადალისა და ტიმის მატჩს მათ ერთად უყურეს.

ავსტრალიის ღია პირველობის ფინალი 2 თებერვალს გაიმართება. მატჩი თბილისის დროით 12 საათსა და 30 წუთზე დაიწყება.

კომენტარები

ბოლო ამბები