Thumbnail
  • სოფია კენინი 4:6, 6:2, 6:2 გარბინე მუგურუსა
  • 21 წლის ამერიკელმა დიდი სლემის ტურნირზე პირველად გაიმარჯვა
  • კენინი WTA-ს განახლებულ რეიტინგში მე-7 ადგილამდე აღზევდება 

ავსტრალიის ღია პირველობა ამერიკელმა ჩოგბურთელმა, 21 წლის სოფია კენინმა მოიგო, რომელმაც ფინალურ შეხვედრაში ესპანელ გარბინე მუგურუსას სამ სეტში აჯობა (ვიდეო). სოფია კენინმა დიდი სლემის ტურნირი კარიერაში პირველად მოიგო და WTA-ს განახლებულ რეიტინგში მე-7 ადგილზე აღზევდება, რაც მისთვის საუკეთესო შედეგია.

კენინმა და მუგურუსამ კორტზე 2 საათი და 5 წუთი გაატარეს. კენინის აქტივში 2 ეისი და 6-იდან 5 რეალიზებული ბრეიკ პოინტია. ამერიკელს ორმაგი შეცდომა არ ჰქონია. 26 წლის მუგურუსამ 9 ეისი მოაწოდა, დაუშვა 8 ორმაგი შეცდომა და 12-იდან 2 ბრეიკ პონტის რეალიზება მოახერხა.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს?

  • ნოვაკ ჯოკოვიჩი
  • დომინიკ ტიმი

სოფიამ, რომელიც მელბურნის ტურნირზე მე-14 ნომრად იყო განთესილი, ტიტული ისე მოიპოვა, ტურნირის განმავლობაში მხოლოდ ერთ განთესილ მეტოქესთან მოუხდა დაპირისპირება - პირველ ჩოგანთან, ავსტრალიელ ეშლი ბარტისთან, რომელსაც ½-ფინალში აჯობა (7:6 (8:6), 7:5). მანამდე სოფიამ გზიდან მარტინა ტრევიზანი (154-ე ჩოგანი), ენ ლი (142), შჯან შუაი (35) კორი გაუფი (67) და ონს შაბერი (78) ჩამოიშორა.

"სიტყვით პირველად გამოვდივარ და პირველ რიგში მსურს, მადლობა გარბინეს გადავუხადო. ვისურვებ, რომ ჩვენ კიდევ არაერთხელ შევხვდეთ ფინალში. ჩემი ოცნება ახდა. ძალიან ბევრს ვშრომობდი, რომ ამისთვის მიმეღწია და აი, ახლა ოცნება ავიხდინე. ეს ჩემი საყვარელი ტურნირია და ძალიან მიხარია, რომ ეს აქ შევძელი. ბოლო ორი კვირა ჩემს ცხოვრებაში საუკეთესო იყო", - თქვა კენინმა მატჩის შემდეგ.

სოფია, მარია შარაპოვას შემდეგ, ავსტრალიის ღია პირველობის ყველაზე ახალგაზრდა ჩემპიონია 

შეგახსენებთ, რომ Australian Open-ის შარშანდელი გამარჯვებული იაპონელი ნაომი ოსაკა იყო, რომელმაც მაშინდელ ფინალში ჩეხ პეტრა კვიტოვას აჯობა - 7:6 (7:2), 5:7, 6:4.

კომენტარები

ბოლო ამბები