Thumbnail

მეორე ქართული ლელო სუპერ რაგბიში - ბრეგვაძის სანვულვზმა მოიგო

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ჯაბა ბრეგვაძის სანვულვზმა წლის პირველი მატჩი მოიგო
  • ქართველმა მორაგბემ სუპერ რაგბიში მეორე ლელო დადო

სუპერ რაგბის ახალი სეზონი ქართული ლელოთი გაიხსნა. რეგულარული სეზონის პირველ ტურში ჯაბა ბრეგვაძის სანვულვზს ავსტრალიური რებელსი ესტუმრა. იაპონურმა გუნდმა სეზონი გამარჯვებით დაიწყო და მეტოქე ანგარიშით 36:27 დაამარცხა.

ბრეგვაძემ მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და მოედანზე 71 წუთი გაატარა. ქართველმა მორაგბემ სუპერ რაგბის ისტორიაში მეორე ქართული ლელო დადო. ჯაბამ რებელსი მე-18 წუთზე დაალელოვა. სანვულვზმა კი სეზონის პირველივე მატჩი მოიგო.

აღსანიშნავია, რომ სუპერ რაგბის ისტორიაში პირველი ქართული ლელოც ბრეგვაძის ანგარიშზეა. მან 2018 წელს რედსის წინააღმდეგ გამოიჩინა თავი.

სანვულვზი სუპერ რაგბის მომდევნო ტურში ჩიფსის წინააღმდეგ ითამაშებს.

📺 სანვულვზი 36:27 ჩიფსი 

კომენტარები

ბოლო ამბები