Thumbnail
  • იაპონელი მერსისაუდულ კლუბში თავს კარგად გრძნობს
  • 25 წლის შემტევმა კომენტარი იურგენ კლოპზე გააკეთა

ლივერპული ზათრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ახალი ფეხბურთელის დამატებას არ გეგმავდა. მას შემდეგ, რაც "მერსისაიდელებმა"პრემიერლიგის სეზონი წარმატებულად დაიწყეს, ახალი ფეხბურთელის დამატების შანსმაც იკლო.

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ინგლისური კლუბი ზალცბურგს დაუპირისპირდა, მათ რიგებში კი ერთ-ერთი გამორჩეული ტაკუმი მინამინო იყო, რომელმაც ლივერპულის კარში გოლის გატანაც მოახერხა. იაპონელის კარგი თამაში არ გამოპარვია გუნდის მთავარ მწვრთნელს იურგენ კლოპსს. გერმანელმა სპეციალისტმა 25 წლის ფეხბურთელის დამატება მოითხოვა და ტრანსფერი განახორციელა.

ლივერპულის გარდა, ტაკუმის დამატება სხვა კლუბებსაც სურდათ. მათ შორის იყვნენ მილანი და მანჩესტერ იუნაიტედი, თუმცა იაპონელმა "მერსისაიდული" კლუბი აირჩია და კლოპის გუნდმა მინამინოში სულ რაღაც 7,25 მილიონი ფუნტი გადაიხადა.

ფორვარდმა თავის არჩევანზე, კლუბსა და იურგენ კლოპზე Sky Sports-სთან ინტერვიუში ისაუბრა.

"ყველა მოთამაშემ კარგად მიმიღო, განსაკუთრებით სადიო მანემ და ნაბი კეიტამ, რადგან ისინი ჩემთან ახლოს ცხოვრობენ. ძალიან მეხმარებიან ფეხბურთელები, რომლებმაც იციან გერმანული. გრაფიკი ძალიან გადატვირთულია, ამიტომ ინგლისურის შესასწავლად დრო არ მაქვს, თუმცა ვცდილობ წავიკითხო წიგნები და სიტყვები დავიმახსოვრო", - განაცხადა მინამინომ.

იაპონელმა ასევე ისაუბრა იმის შესახებ, თუ რატომ აირჩია ლივერპული და არა სხვა. გტაკუმის თქმით, მისი ოცნება სწორედ ლივერპულში თამაში იყო. 

"ვერ გეტყვით, რომელი გუნდები ინტერესდებოდნენ ჩემით, თუმცა იყო პრემიერლიგისა და ბუნდესლიგის რამდენიმე კლუბი. მიზეზი, თუ რატომ ავირჩიე ლივერპული, არის ის, რომ ამ კლუბში თამაში ჩემი ბავშვობის ოცნება იყო. მომწონდა სტივ ჯერარდი და ფერნანდო ტორესი, ლივერპული კი იყო ჩემი ერთ-ერთი საყვარელი კლუბია", - დაამატა იაპონელმა.

25 წლის ფეხბურთელმა იურგენ კლოპთან თავისი პირველი შეხვედრაც გაიხსენა და ისაუბრა იმის შესახებ, თუ რა უთხრა გერმანელმა სპეციალისტმა.

"არ შემიძლია დავივიწყო მისი სიტყვები. ორი თუ სამი დღის მისული ვიყავი კლუბში, როცა მითხრა, რომ შემეძლო ისე  მეთამაშა, როგორც მსურდა. კლოპმა მითხრა, რომ თამაშისგან სიამოვნება უნდა  მიმეღო", - თქვა ტაკუმიმ. 

კომენტარები

ბოლო ამბები