Thumbnail

ისტორიული შანსი! საქართველოს წყალბურთელთის ნაკრები ოლიმპიადისთვის იბრძოლებს

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებს ოლიმპიადაზე მოხვედრის შანსი აქვს
  • რევაზ ჩომახიძის გუნდი საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებს ოლიმპიადაზე მოხვედრის შანსი გაუჩნდა. რევაზ ჩომახიძის გაწვრთნილი ნაკრები, ისტორიაში პირველად, ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს!

სალიცენზიო ტურნირის წილისყრა 11 თებერვალს ლოზანაში ჩატარდება, სადაც 12 გუნდი 2 ქვეჯგუფში გადანაწილდება - ხორვატია, საბერძნეთი, გერმანია, მონტენეგრო, ბრაზილია, რუსეთი, კანადა, საქართველო, არგენტინა, ჰოლანდია და აზიის ორი ნაკრები.

2020 წლის ტოკიოს ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ტურნირი 22-29 მარტს როტერდამში ჩატარდება. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა უნგრეთში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე მე-10 ადგილი დაიკავა, რაც ამ ტურნირზე ასპარეზობის ისტორიაში საქართველოს საუკეთესო შედეგია.

კომენტარები

ბოლო ამბები