Thumbnail

6 ოქრო იტალიიდან - ტალახაძის მორიგი ტრიუმფი რომში

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ლაშა ტალახაძემ რომში ძალოსნობის მსოფლიო თასზე იასპარეზა
  • ქართველმა სპორტსმენმა ოლიმპიადის ლიცენზიისთვის ქულები და 3 ოქროს მედალი მოიპოვა

ქართველმა ძალოსანმა, ლაშა ტალახაძემ რომში ძალოსნობის მსოფლიო თასზე იასპარეზა და 3 ოქროს მედალი მოიგო. ტალახაძემ ოლიმპიადის ლიცენზიის მოსაპოვებლად  ქულებიც დააგროვა.

მძიმე წონით კატეგორიაში, ლაშამ ატაცში მაქსიმალური შედეგი, 215 კგ კილოგრამი დააფიქსირა, ხოლო აკვრაში ტალახაძის მაქსიმუმი 255 კილოგრამი იყო. ქართველმა ძალოსანმა ორჭიდის ჯამში 470 ქულა დააგროვა და საერთო ჩათვლაშიც ოქროს მედალს დაეუფლა.

ლაშას შედეგები რომში ძალოსნობის მსოფლიო თასზე

აკვრა - 200 კგ✅, 210 კგ✅, 215 კგ✅

ატაცი - 235 კგ✅, 245კგ✅, 255 კგ✅

საქართველოს ღირსებას რომში დასრულებულ მსოფლიო თასზე 4 ძალოსანი იცავდა. საქართველოს ნაკრებს ჯამში 11 მედალი დაუგროვდა: 6 ოქრო, 3 ვერცხლი და 2 ბრინჯაო: 3 ოქრო ლაშა ტალახაძისგან, 3 ოქრო ანტონ პლესნოისგან3 ვერცხლის შოთა მიშველიძის ანგარიშზეახოლო 2 ბრინჯაო გოგა ჩხეიძემ მოიპოვა.

ლაშა ტალახაძის გამოსვლა რომში მსოფლიო თა

ლაშა ტალახაძის გამოსვლა რომში მსოფლიო თასზე

Posted by სპორტმიამბე • Sportmiambe on პარასკევი, 31 იანვარი, 2020

კომენტარები

ბოლო ამბები