Thumbnail
  • 📅 2 თებერვალი | ⌚ 15:30 | ⚽ იუვენტუსი V ფიორენტინა
  • მაურიციოს სარის გუნდი ნაპოლისთან წაგების შემდეგ მობილიზებულია
  • სერია A-ში ფიორენტინას 4-მატჩიან წაუგებელ სერიას შეწყვეტა ემუქრება
  • ფლორენციელები ტურინში დაცვის ხაზში სერიოზული დანაკლისით ჩადიან

სერია A-ს 22-ე ტურში, ჩემპიონატის ლიდერი ტურინის იუვენტუსი ფიორენტინას უმასპინძლებს. ეს შეხვედრა სასტურნირო თვალსაზრისით ცენტრალური არ არის, მაგრამ თავისი აფიშით მაინც საკმაოდ მიმზიდველად გამოიყურება გულშემატკივრებისთვის.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს?

  • იუვენტუსი
  • ფრე
  • ფიორენტინა

იუვენტუსი

ტურინული გრანდი, ტრადიციულად, იტალიური პირველობის სატურნირო ცხრილის სათავეშია, მაგრამ ბევრით ვერ უსწრებს უახლოეს მდევარ მილანის ინტერს. სხვაობა სულ 3 ქულაა და ტურინელებს მოდუნების უფლება არ აქვთ. 

კრიშტიანო რონალდომ ჩემპიონატის ბოლო 8 შეხვედრაში 12 გოლი გაიტანა

წინა ტურამდე იუვენტუსს მოგებათა მშვენიერი სერია ჰქონდა - ზედიზედ 5 მატჩი, მაგრამ 21-ე ტურში სეზონის მეორე წაგება იწვნია. სარის გუნდმა სტუმრად ნაპოლისთან ვერაფერი გააწყო და ანგარიშით 1:2 დამარცხდა. 

საეჭვოა, ტურინელებმა თავს ქულების დაკარგვის უფლება ჩემპიონატის ზედიზედ მეორე მატჩში მისცენ. ყოველ შემთხვევაში, ამ სეზონში ასეთი რამ არ მომხდარა და ალბათ, არც მოხდება, რადგან ყველაფერთან ერთად, იტალიის ბოლო წლების უცვლელ ჩემპიონებს საკუთარი ტრიბუნების მხარდაჭერაც არ მოაკლდებათ.

მაურიციო სარის ტრავმირებულები ხედირა, დანილო, კიელინი, დემირალი და დე შილიო ჰყავს. 

📷 იუვენტუსი ფიორენტინასთან მატჩისთვის ემზადება

ფიორენტინა

ფლორენციელები სერია A-ს ამ სეზონში არცთუ შთამბეჭდავად გამოდიან და ამჟამად სატურნირო ცხრილში მოკრძალებულ, მე-13 ადგილს იკავებენ, თუმცა, რაც გუნდის მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე ვინჩენცო მონტელა ჯუზეპე იაკინიმ შეცვალა, "იები"  შედეგს აშკარად დებენ. ყოველ შემთხვევაში, იაკინის ხელმძღვანელობით ფიორენტინას ჩემპიონატში ჯერ არ წაუგია - 4 მატჩი, 2-2 მოგება და ფრე. 

იაკინის ხელში ვიოლამ მხოლოდ თასზე, ინტერთან წააგო 

მაგრამ ფლორენციელებს ამ სერიის ტურინში გაგრძელება ძალიან გაუჭირდებათ, სადაც ტრავმირებული ფრენკ რიბერის გარდა, ძირითადი მცველები: ნიკოლა მილენკოვიჩი და მარტინ კასერესი ვერ დაეხმარებიან. სერბი და ურუგვაელი იუვენტუსთან თამაშს ყვითელი ბარათების სიმრავლის გამო გამოტოვებენ. 

22 წლის ფედერიკო კიეზა (3 გოლი, 3 პასი) თავის გამოჩენას ტურინშიც შეეცდება

საინტერესო ფაქტები

⚽ ტურინის იუვენტუსს სერია A-ს საშინაო მატჩებში 31-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს.

⚽ სარის გუნდს სერია A-ში საშინაო მატჩებში საუკეთესო შედეგი აქვს - 9 მოგება, 1 ფრე. 

⚽ იტალიის ჩემპიონატში იუვენტუსის ბოლო 9 მატჩში 2.5-ზე მეტი გოლი დაფიქსირდა.

⚽ ტურინელები ჩემპიონატის ბოლო 10 საშინაო მატჩიდან 9-ში მინიმუმ 2 გოლს იტანდნენ.

⚽ იუვენტუსმა ფიორენტინას ყველა ტურნირში ბოლო 10 საშინაო მატჩიდან 8 მოუგო.

⚽ ყველა ტურნირში, იუვე-ფიორეს ბოლო 6 ტურინული მატჩიდან 5-ში 2.5-ზე მეტი გოლი გადიოდა.

⚽ ფიორენტინამ ტურინში იუვენტუსს ბოლო 2015 წელს, სათასო დაპირისპირებაში მოუგო - 2:1.

⚽ ფიორენტინამ სერია A-ში ჩატარებულ ბოლო სამივე მატჩში კარი მშრალად შეინახა..

⚽ იტალიის ჩემპიონატში ფიორენტინას ბოლო 4 მატჩში 2.5-ზე ნაკლები გოლი დაფიქსირდა.

⚽ ფრედ დასრულებული მატჩების რაოდენობით, ფიორენტინა სერია A-ს ლიდერთა შორისაა - 7 მატჩი.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს?

  • უდინეზე
  • ფრე
  • ინტერი

სავარაუდო შემადგენლობები

იუვენტუსი (4-3-1-2): შჩესნი - კუადრადო, დე ლიხტი, ბონუჩი, სანდრო - ბენტანკური, პიანიჩი, მატუიდი - რემსი - დიბალა, რონალდო.

ფიორენტინა (3-5-2): დრაგოვსკი - ჩეკერინი, პესელა, ვენუტი - ლიროლა, ბენასი, პულგარი, ბადელი, დალბერტი - ვლაჰოვიჩი, კიეზა. 

კომენტარები

ბოლო ამბები