Thumbnail
  • ალექსანდერ ზვერევი 6:3, 4:6, 6:7 (3:7), 6:7 (4:7) დომინიკ ტიმი
  • ავსტრიელი ფინალში ნოვაკ ჯოკოვიჩს დაუპირისპირდება

ავსტრალიის ღია პირველობის ორივე ფინალისტი ცნობილია: ნოვაკ ჯოკოვიჩს 2 თებერვალს დომინიკ ტიმი დაუპირისპირდება!

ალექსანდერ ზვერევი კარიერაში დიდი სლემის ტურნირის პირველ ფინალთან ძალიან ახლოს იყო, მაგრამ ოცნება ვერ აისრულა. 22 წლის ჰამბურგელი ჩოგბურთელი, რომელიც მსოფლიოს მე-7 ჩოგანია, ავსტრალიის ღია პირველობის ნახევარფინალში ავსტრიელ დომინიკ ტიმთან, 6:3, 4:6, 6:7 (3:7), 6:7 (4:7) დამარცხდა.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს?

  • ნოვაკ ჯოკოვიჩი
  • დომინიკ ტიმი

ზვერევისთვის ეს რიგით მე-19 დიდი სლემი გახლდათ და მას შეეძლო, გამხდარიყო პირველი გერმანელი რაინერ შიუტლერის შემდეგ (2003), რომელიც ოთხი დიდი საჩოგბურთო ტურნირიდან ერთ-ერთის ფინალში ითამაშებდა. შიუტლერმა მაშინ ფინალი ანდრე აგასისთან წააგო.

მატჩი კურიოზულად დაიწყო, რადგან თავიდან ორივე ჩოგბურთელმა წააგო თავისი მოწოდება - ჯერ ტიმმა, შემდეგ ზვერევმა. აღსანიშნავია, რომ თამაში ორჯერ შეწყდა - ერთხელ წვიმის გამო (არენა გადახურეს), მეორედ კი - განათების პრობლემის გამო (10 წუთით). 

პირველი სეტი ზვერევმა 6:3 მოიგო და თითქოს უპირატესობას ფლობდა, მაგრამ მეორე სეტიდან ტიმმა თავისი თამაში იპოვა და ზედიზედ სამი სეტი მოიგო. ავსტრიელი გადამწყვეტ ტაიბრეიკშიც დომინირებდა და მეორე მატჩპოინტი გამოიყენა.

დომინიკ ტიმი ფინალში (კვირას, 12:30) მოქმედ ჩემპიონსა და რეკორდსმენ ნოვაკ ჯოკოვიჩს შეხვდება.

კომენტარები

ბოლო ამბები