Thumbnail
  • 32 წლის ქართველი შემტევი ლოკომოტივთან ერთად თურქულ შეკრებაზე გაემგზავრება
  • სანდრო კობახიძემ კარიერის დიდი ნაწილი უცხოეთში, კერძოდ კი უკრაინაში გაატარა

თბილისის ლოკომოტივი ეროვნული ლიგის ახალი სეზონისთვის ემზადება. 7 თებერვალს, გუნდი თურქულ შეკრებაზე გაემგზავრება, სადაც 4 ამხანაგურ მატჩს გამართავს. ორი შეხვედრა დანიის პირველი ლიგის გუნდთან შედგება, ერთი ლატვიის უმაღლესი ლიგის წარმომადგენელთან, ერთი მატჩი კი - უკრაინულ მარიუპოლთანაა დაგეგმილი. 

ლოკომოტივი საქართველოში 20 თებერვალს დაბრუნდება, რასაც გუნდის ახალი ფეხბურთელების პრეზენტაცია მოყვება. დიდია შანსი, მათ შორის იყოს სანდრო კობახიძე. 32 წლის ქართველი შემტევი თბილისურ გუნდთან ერთად ვარჯიშობს და თურქულ შეკრებაზეც გაემგზავრება. სანდროს სამედიცინო შემოწმებაც გავლილი აქვს და მხოლოდ ხელეკრულების გაფორმებაა დარჩენილი.

სანდრო კობახიძე და თომას მიულერი

სანდრო კობახიძემ კარიერის დიდი ნაწილი უცხოეთში, კერძოდ კი უკრაინაში გაატარა. თამაშობდა დნიპროში, კრივბასში, კიევის არსენალში, ლუცკის ვოლინში, პოლტავას ვორსკლაში. ასევე, თამაშობდა თურქულ გიოზთეფეში. საქართველოს ეროვნულ გუნდში მან 35 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა.

კომენტარები

ბოლო ამბები